ორშაბათი, ივლისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან

სანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან

ილმარი ტაპიოვაარა ცნობილია ინტერიერისა და ავეჯის დიზაინით და ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფინელი დიზაინერია. ადამიანების უმეტესობა მის Domus-ის სკამებსა და Pirkka-ს კოლექციას ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის სანათების გამორჩეულ ნიმუშებსაც ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი ნივთია Maija-ს სახელით ცნობილი იატაკის სანათი, რომელიც ამჟამად Santa & Cole-ს კოლექციის ნაწილია.

სანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან | შენი ინტერიერი

თეთრი სანათი რაღაცით ფუტკრის აგებულებას გვაგონებს. ფინელმა დიზაინერმა ის 1955 წელს დააპროექტა და შთაგონება საბავშვო წიგნიდან მიიღო, რომელიც 1912 წელს გამოიცა და Die Biene Maja ჰქვია.

სანათის სვეტოვანი და რიტმული ფორმა შედგება რამდენიმე მეტალის დისკისგან, რომელიც პასუხისმგებელია სინათლესა და მბზინავ იერსახეზე. Maija-ს თავდაპირველ მოდელს ფინური კომპანია Hienoteräs 1960 წლამდე აწარმოებდა, ხოლო 1960-იან წლებამდე მას ფინური ავეჯის მწარმოებელი კომპანია Asko-ს კოლექციაშიც ვხვდებოდით.

სანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან | შენი ინტერიერი

დღესდღეობით Hienoteräs-ის მიერ წარმოებული Maija-ს სანათები არის ღირებული, მოთხოვნადი საკოლექციო ნივთები, როგორც ფინეთში, ასევე დიზაინის საერთაშორისო ბაზრებსა და ფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ილმარი ტაპიოვაარას მიერ შექმნილი ელეგანტური დიზაინი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის. აღსანიშნავია, რომ თავად ტაპიოვარას საკუთარ ინტერიერში იატაკის შედარებით უფრო დიდი ზომის მოდელი ჰქონდა განთავსებული.

სანათის გამორჩეული ნიმუშები ცნობილი ინტერიერის დიზაინერისაგან | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://www.homeis.ge/maija-lamp/

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  შპალერი თუ საღებავი - რომელი სჯობს თქვენი ინტერიერისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები