წითელი

5 ფერი, რომელიც საძინებელში არ უნდა გამოიყენოთ - ფსიქოლოგებისა და დიზაინერების რჩევა

წითელი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ფერია. ეს არის აგრესიული, მებრძოლი ტონი, რომელიც ნაკლებად შესაფერისია საძინებლისთვის. წითელი საფრთხისა და ძალის სიმბოლოა, ძალიან მკვეთრმა ფერმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესია და სიბრაზე.

მკვეთრი იისფერი

5 ფერი, რომელიც საძინებელში არ უნდა გამოიყენოთ - ფსიქოლოგებისა და დიზაინერების რჩევა

იისფერი ასოცირდება შემოქმედებასთან, სიძლიერესა და ექსტრავაგანტურობასთან, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფერი კოშმარებს ახალისებს. შედეგად, თქვენ განიცდით მუდმივ დაღლილობასა და უძილობას.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი, ისევე როგორც წითელი, ძალიან ინტენსიურია საძინებელში გამოსაყენებლად. კედლების და ავეჯის ამ ფერში შეღებვა რეკომენდებული არ არის, თუმცა შეგიძლიათ ის პატარა დეტალებისა და აქცენტების სახით დაამატოთ ოთახს.

ყავისფერი

ყავისფერი ძალიან მუქი ფერია მშვიდი ძილისთვის. კვლევების მიხედვით, ადამიანები რომლებსაც ყავისფერ ოთახში სძინავთ, უფრო მეტად განიცდიან უძილობას. ეს ფერი სევდის, შფოთვის, მარტოობისა და დეპრესიის სიმბოლოა.

შავი

შავი საკმაოდ პოპულარული ფერია ინტერიერის დიზაინერებს შორის, მაგრამ უმჯობესია ის საძინებელში არ გამოიყენოთ. ეს ფერი იზიდავს ნეგატივს, შიშს, შფოთვასა და უძილობას.

წყარო – homeis.ge

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba #gochadze