ორშაბათი, ივნისი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებისახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება...

სახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება…

ყველაზე მდიდრული სახლი ამსტერდამში ულამაზესი ინტერიერით გამოირჩევა. ეს ახლად გარემონტებული სახლი ოთხ სართულს მოიცავს. საცხოვრებელი უმაღლესი ფუფუნების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

სახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება… | შენი ინტერიერი

კუთხის ბინა, რომელსაც ფანჯრები სამი მხრიდან აქვს განთავსებული, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი განათებით სარგებლობს.

სახლს აქვს 4 საძინებელი და 2 მისაღები ოთახი. თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის მასალებითა და ვინტაჟური ნივთებით არის გაფორმებული.

კომფორტული მისაღები ოთახი ქალაქური სახლის მეორე სართულზე მდებარეობს. ოთახი შეღებილია ღია ნაცრისფერ ელფერში და ნეიტრალური ტონების მქონე ულამაზესი ნივთებით არის გაფორმებული.

სახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება… | შენი ინტერიერი

 

 

 

 

სამზარეულოს ავეჯი მოიცავს იტალიურ მარმარილოს, რომელიც კუნძულის სამუშაო ზედაპირისთვის გამოიყენება. სივრცეს ულამაზესი ხის იატაკი ამშვენებს. ამ ოთახიდან მოხვდებით ფრანგულ აივანზე, საიდანაც იშლება საუცხოო ხედი ამსტერდამის არხზე, რომელსაც “Lauriergracht” ეწოდება.

სახლი ფრანგული აივნით, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება… | შენი ინტერიერი

სახლს აქვს ფართო სასადილო სივრცე რვა ადამიანის გასამასპინძლებლად საკმარისად დიდი მაგიდით, რომელიც ლამაზ ვინტაჟურ ხალიჩაზეა მოთავსებული.

წყაროhttps://www.homeis.ge/mdidruli-sakhli-amsterdamshi/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები