ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"სთრით არტის" ფესვები რომში - ყველაფერი, რაც ქუჩის მხატვრობაზე უნდა იცოდეთ

“სთრით არტის” ფესვები რომში – ყველაფერი, რაც ქუჩის მხატვრობაზე უნდა იცოდეთ

საუკუნეების განმავლობაში ხელოვნება ადამიანებისთვის თვითგამოხატვის უალტერნატივო საშუალებაა… მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ინდივიდი ჰარმონიაშია თუ წინააღმდეგობაში მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან, იგი გამუდმებით ესწრაფვის ასახოს და სხვებს გადასცეს ის, რასაც შინაგანად განიცდის. გადმოცემის ხერხები მუდამ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მითუმეტეს, რომ დროთაგანმავლობაში ადამიანები გამუდმებით ეძებენ და პოულობენ ახალ ხერხებს, რითაც შემქნიან თავიანთ ხელოვნებას.
თანამედროვე ხელოვნება ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენი ახალი გამომსახველობითი ფორმა შეიმუშავეს არტისტებმა. ეს გამომსახველობითი ფორმები კი, რაღაც მხრივ, ყოველთვის არის ძველის ახლებური ვარიაცია. სწორედ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილია “სტრიტ არტიც”. მას გრძელი და კონტრვერსიული ისტორია აქვს, რადგან გამომდინარე მისი ბუნებიდან, მის ირგვლივ მუდამ იყო დისკუსიები იმის შესახებ, მსგავსი გამომხატველობითი ფორმა ხელოვნებას განეკუთვნებოდა თუ, უბრალოდ, ვანდალიზმის მორიგ გამოვლინებად უნდა ჩათვლილიყო.

ისტორიული ფესვები რომში

სტრიტ არტის ჩანასახები ათასობით წლის წინ უნდა ვეძიოთ, როდესაც ჯერ კიდევ გამოქვაბულებში მცხოვრებ პირველყოფილ ადამიანებს უჩნდებოდათ სურვილი, რომ თავიანთი ცხოვრება პრიმიტიული ნახატებით აესახათ კედლებზე. ასე შემორჩა უძველეს კედლებს ამოტვიფრული თუ დახატული ნადირობისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი მარტივი სცენები. კედლებზე ხატვის სურვილი ადამიანს არც წლების მერე განელებია. მაგალითად, ძველ რომში მოსახლეობისთვის კედელებს ერთგვარი სოციალური მედიის ფუნქცია ჰქონდა. ადგილობრივები ყოველდღიურად კაწრავდნენ კედლებზე სხვადასხვა ფრაზებს, პოლიტიკურ სლოგანებს, ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და თავიანთ საყვარელ გლადიატორებსა და ჩემპიონებს შეტყობინებებსაც კი ამ გზით უტოვებდნენ. ამგვარად კედლებზე გრაფიტით გამოსახული სლოგანები, პროტესტი და სოციალური თუ პოლიტიკური კომენტარები თანამედროვე სტრიტ არტის წინამორბედია და ერთის მხრივ, ყველაფერი ეს ჯერ კიდევ განაგრძობს სტრიტ არტის ერთ-ერთ დამოუკდიებელ ჟანრად არსებობას. კითხვის გაგრძელება

#gochadze #drpkhakadze #sheniambebi #sheniinterieri

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

Media Holding Sheni: Revolutionizing Public Health Communication in Georgia

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები