გადაწყვიტეთ, რომ ახალი ბინის ინტერიერის დიზაინი თქვენი ხელით მოაწყოთ? ეს არაჩვეულებრივი იდეაა. ინტერიერის დიზაინის საბაზისო დონეზე ცოდნა და კარგი გემოვნება ის იდეალური ნაზავია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს სურვილებზე მორგებული ბინა შექმნათ. ინტერიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ფერია. მასთან დაკავშირებული ტერმინების ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი სახლისთვის სწორი ფერები შეარჩიოთ და მყუდრო საცხოვრებელი შექმნათ.
რა არის ფერი?
ფერი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ნებისმიერი საგნიდან გამოყოფილი სინათლე. წითელი საგანი წითელ სინათლეს გამოყოფს, მწვანე საგანი – მწვანეს და ასე შემდეგ. ინტერიერის დიზაინში, ფერი არის საერთო ტერმინი, რომლითაც აღვწერთ იმას, თუ როგორ ვხედავთ ტონებს, ჩრდილებსა და ელფერებს. არსებობს ფერთა წრე, რომელიც გვეხმარება ფერების „დახარისხებასა“ და ერთმანეთთან შერწყმაში. ფერთა წრეში არსებობს 6 მთავარი და მეორეული ფერი.
მთავარი ფერებია:
- წითელი
- ლურჯი
- ყვითელი
მთავარი ფერები უნივერსალური ფერებია, რომელთა ნაზავით ახალ ანუ მეორეულ ფერებს იღებთ.
მეორეული ფერებია:
- წითელი + ლურჯი = იასამნისფერი
- ლურჯი +ყვითელი = მწვანე
- ყვითელი + წითელი = ფორთოხლისფერი
ასევე არსებობს მესამეული ფერები, რომლებიც მთავარი და მეორეული ფერების შერწყმით მიიღება. ესენია:
- წითელი- ფორთოხლისფერი
- წითელი-იასამნისფერი
- ლურჯი-ისასმნისფერი
- ლურჯი-მწვანე
- ყვითელი-მწვანე
- ყვითელი- ფორთხოლისფერი
ჩრდილები
ჩრდილი ეს არის ფერის უფრო მუქი ვერსია. ის ნებისმიერ ფერზე შავი ფერის დამატებით მიიღება. მაგალითად, თუ თქვენ ლურჯს დაუმატებთ შავს, მიიღებთ ლურჯ ჩრდილს.
ელფერი
ჩრდილებისგან განსხვავებით, ელფერი ფერის შედარებით ღია ვერსიაა. ის ნებისმიერ ფერზე თეთრი ფერის დამატებით მიიღება. მაგალითად, თუ წითელს თეთრს დაუმატებთ, ვარდისფერს მიიღებთ. ეს ფერი პასტელურ ფერებს განეკუთვნება და ელფერადაც იწოდება.
ტონი
ფერის ტონი იქმნება მაშინ, როდესაც ფერს ნაცრისფერს უმატებთ. ტონი შეიძლება იყოს მუქიც და ნათელიც. სხვათაშორის, ის ფერები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ, სწორედაც რომ ტონებია.
სატურაცია
სატურაცია ფერის ინტენსიvობას აღნიშნავს. ფერები, რომლებიც მეტად გაჯერებულნი არიან, მკვეთრ და ნათელ ფერებად გვევლინებიან. ნაკლებად გაჯერებული ფერები კი სიგლუვით ხასიათდებიან.
ინტენსივობა
ინტენსივობა ფერის პიგმენტაციას უკავშირდება. რაც უფრო მეტი პიგმენტია ფერში, მით უფრო ნაკლებად გახსნილია ის.
ნეიტრალური ფერები
თეთრი, შავი და ნაცრისფერი მთავარი ნეიტრალური ფერებია. ასევე ნეიტრალურად იწოდება კრემისფერი და ბეჟისფერიც.
მასალის გამოყენების პირობები