კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიქო­ლე­ცის­ტი­ტი არის ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზი, ბუშ­ტის სა­დი­ნა­რის ნაღ­ვლის კენ­ჭით დახ­შო­ბა­ა

ქო­ლე­ცის­ტი­ტი არის ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზი, ბუშ­ტის სა­დი­ნა­რის ნაღ­ვლის კენ­ჭით დახ­შო­ბა­ა

ქო­ლე­ცის­ტი­ტი

ქო­ლე­ცის­ტი­ტი არის ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ბუშ­ტის სა­დი­ნა­რის ნაღ­ვლის კენ­ჭით დახ­შო­ბა­ა.
ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ იწ­ვევს კენ­ჭი, რო­მე­ლიც აჩე­რებს ნაღ­ვლის დი­ნე­ბას.
რო­გორც წე­სი, ადა­მი­ა­ნებს აქვთ მუც­ლის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც 6 სა­ათ­ზე მეტხანს გრძელ­დე­ბა, ცხე­ლე­ბა და გუ­ლის­რე­ვა.
ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ით, ჩვე­უ­ლებ­რივ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბის ნიშ­ნე­ბის დად­გე­ნა.
ნაღ­ვლის ბუშტს ამოკ­ვე­თენ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ლა­პა­როს­კო­პი­ის მეშ­ვე­ო­ბით.
ქო­ლე­ცის­ტი­ტი არის ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით გა­მო­წ­ვე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ხში­რი პრობ­ლე­მა. ის ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც კენ­ჭი ახ­შობს ბუშ­ტის სა­დი­ნარს, რო­მელ­საც ნაღ­ვე­ლი ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან გა­მო­აქვს. ქო­ლე­ცის­ტი­ტი იყო­ფა მწვა­ვე და ქრო­ნი­კულ ფორ­მე­ბად.
მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტი: მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტი იწყ­ე­ბა უეც­რად და იწ­ვევს სტა­ბი­ლურ და ძლი­ერ ტკი­ვილს მუც­ლის ზე­და ნა­წილ­ში. მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის, სულ მცი­რე, 95%-ს ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი აქვს. ან­თე­ბა თით­ქმის ყო­ველ­თვის ინ­ფექ­ცი­ის გა­რე­შე იწყ­ე­ბა. თუ­მ­ცა, ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ვი­­თარ­დეს. ან­თე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ნაღ­ვლის ბუშ­ტის სითხ­ით ავ­სე­ბა და მი­სი კედ­ლე­ბის გას­­ქე­ლე­ბა.
იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტის უკენ­ჭო ფორ­მა (ა­კალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი). აკალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბის სხვა ფორ­მებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე სა­ში­ში­ა. ის, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვი­თარ­დე­ბა ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის შემ­დეგ:
ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ა;
კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა მძი­­მე ტრა­ვ­­მე­ბი, მძი­მე დამ­წვრო­ბე­ბი და მთელ ორ­გა­ნიზ­მში გავ­­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­­ე­ბი (სე­ფ­­სი­სი);
ინ­ტრა­ვე­ნუ­რი კვე­ბა დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში;
ხან­გრძლი­ვი მარ­ხვა;
იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის დე­ფი­ცი­ტი.
ის შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­რუ­სუ­ლი ან სხვა ინ­ფექ­ცი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.
ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტი: ქრო­ნი­კუ­ლი ქო­­ლე­ცის­ტი­ტი არის ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბა, რო­მე­ლიც დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ის თით­ქმის ყო­ველ­თვის ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მას ახა­სი­ა­თებს ტკი­ვი­ლის გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­ტე­ვე­ბი (ბი­ლი­ა­რუ­ლი კო­ლი­კა). ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტი ზი­ან­დე­ბა მწვა­ვე ან­თე­ბის გან­მე­ო­რე­ბი­თი შე­ტე­ვე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც, ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­მოწ­ვე­უ­ლია კენ­ჭე­ბით. ნაღ­ვლის ბუშ­ტი შე­იძ­ლე­ბა და­ნა­წი­ბურ­დეს, შემ­ცირ­დეს ზო­მა­ში და მი­სი კედ­ლე­ბი გას­ქელ­დეს. ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ჩვე­უ­ლებ­რივ, შე­ი­ცავს ნა­ლექს (მიკ­როს­კო­პუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბი შე­ი­ცა­ვენ) ან ნაღ­ვლის კენ­ჭებს, რომ­ლე­ბიც ახ­შო­ბენ ბუშ­ტის სა­დი­ნა­რის შე­სა­ვალს ან უშუ­ა­ლოდ ბუშ­ტის სა­დი­ნარ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.
სიმ­პტო­მე­ბი
ნაღ­ვლის ბუშ­ტის შე­ტე­ვა, რო­გორც მწვა­ვე, ისე ქრო­ნი­კუ­ლი, იწყ­ე­ბა ტკი­ვი­ლით. ქო­ლე­ცის­ტი­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი ჰგავს ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს, მაგ­რამ ის უფ­რო ძლი­ე­რი და ხან­გრძლი­ვია – გრძელ­დე­ბა 6სა­­ათ­ზე მეტს და ხში­რად აჭარ­ბებს 12 სა­ათს. ტკი­ვი­ლი პიკს 15-60 წუთ­ში აღ­წევს და შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად ერთ დო­ნე­ზე რჩე­ბა. ის, ჩვე­უ­ლებ­რივ, მუც­ლის მარ­ჯვე­ნა ზე­და ნა­წილ­ში აღ­მო­ცენ­დე­ბა. ტკი­ვილ­მა შე­საძ­ლოა აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მძაფრ ტკი­ვილს გრძნობს, რო­დე­საც ექი­მი მუც­ლის მარ­ჯვე­ნა ზე­და ნა­წილს აწ­ვე­ბა. ღრმა სუნ­თქვამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­უ­ა­რე­სოს ტკი­ვი­ლი. ტკი­ვი­ლი ხში­რად ვრცელ­დე­ბა მარ­ჯვე­ნა ბე­ჭის ქვე­და ნა­წილ­სა ან ზურ­გში. ხში­რია გუ­ლის­რე­ვა და ღე­ბი­ნე­ბა.
რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მუც­ლის კუნ­თე­ბი მარ­ჯვე­ნა მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა მკვეთ­რად და­ი­ჭი­მოს. ცხე­ლე­ბა აქვს ქო­ლე­ცის­ტი­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ მე­სა­მედს. სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თა­ნო­ბით მაღ­ლა იწევს და სცი­ლ­დე­ბა 38°ჩ-ს. ცხე­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა თან ახ­ლდეს შემ­ცივ­­ნე­ბა. ცხე­ლე­ბა იშ­ვი­ა­თია ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში.
ასა­კო­ვან პა­ცი­ენ­ტებ­ში ქო­ლე­ცის­ტი­ტის პირ­ვე­ლი სიმ­­პ­ტო­მე­ბი ძალ­ზე ზო­გა­დი­ა. მა­გა­ლი­თად, ხან­დაზ­მულ­მა შე­საძ­ლოა და­კარ­გოს მა­და, იგ­რძნოს დაღ­ლი­ლო­ბა ან სი­­სუს­ტე, ან აღე­ბი­ნოს. მათ შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეთ ცხე­ლე­ბა.
ჩვე­უ­ლებ­რივ, ტკი­ვი­ლის ინ­ტენ­სი­უ­რო­ბა მცი­რ­დე­ბა 2-3 დღე­ში და მთლი­ა­ნად ქრე­ბა ერთ კვი­რა­ში. თუ მწვა­ვე ეპი­ზო­დი გრძელ­დე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის ნი­შა­ნი იყოს. მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, შემ­ცივ­ნე­ბა, სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ჩნე­ვი მა­ტე­ბა (ლე­ი­კო­ცი­ტო­ზი) და ნაწ­ლა­ვე­ბის ნორ­მა­ლუ­რი, რიტ­მული შე­კუმ­შვე­ბის შეწყ­ვე­ტა (გა­უ­ვა­ლო­ბა) სა­ვა­რა­უ­დოს ხდის მუც­ლის ღრუ­ში ნაღ­ვლის ბუშ­ტთან ახ­ლოს ჩირ­ქი­ა­ნი პარ­კე­ბის (აბ­სცე­სე­ბი) ან პერ­ფო­რი­რე­ბუ­ლი ნაღ­ვლის ბუშ­ტის არ­სე­ბო­ბას. აბ­სცე­სი არის გან­გრე­ნის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა ქსო­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ.
თუ ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა სიყ­ვით­ლე ან აქვს მუ­ქი ფე­რის შარ­დი და ღია ფე­რის გა­ნა­ვა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოა ნაღ­ვლის სა­ერ­თო სა­დი­ნა­რის კენ­ჭით დახ­შო­ბა, რაც ღვიძ­ლში ნაღ­ვლის შე­გუ­ბე­ბას (ქო­ლეს­ტა­ზი) იწ­ვევს. შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პან­კრე­ა­სის ან­თე­ბა (პან­კრე­ა­ტი­ტი). ის გა­მოწ­ვე­უ­ლია კენ­ჭით, რო­მე­ლიც ახ­შობს ფა­ტე­რის დვრი­ლის ამ­პუ­ლას პან­კრე­ა­სის სა­დი­ნა­რის გახ­სნის ად­გილ­თან ახ­ლოს.
აკალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი, ჩვე­უ­ლებ­რივ, იწ­ვევს მწვა­ვე, მტან­ჯველ ტკი­ვილს მუც­ლის ზე­და ნა­წილ­ში. ის უვი­თარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც აქამ­დე არ ჰქო­ნი­ათ ნაღ­ვლის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი სიმ­პტო­მე­ბი ან სხვა სა­ხის მო­ნა­ცე­მე­ბი. ან­თე­ბა ხში­რად ძალ­ზე მძი­მეა და შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ვლის ბუშ­ტის გან­გრე­ნა ან გას­კდო­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. სხვა მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­ში (მათ შო­რის ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა მი­ზე­ზის გა­მო იმ­ყო­ფე­ბი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­­ყო­­ფი­ლე­ბა­ში) აკალ­კულო­­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი თა­ვ­­და­პირ­ვე­ლად შე­­იძ­­ლე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩეს. ერ­თა­­დერ­თი სიმ­პტო­­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს შე­სი­ვე­ბუ­ლი (გა­­­­ფარ­თო­ე­ბუ­ლი), მტკივ­ნე­უ­ლი მუ­ცე­ლი ან უც­ნო­­­ბი მი­ზე­­ზით გა­­მოწ­­ვე­უ­ლი ცხე­ლე­ბა. მკურ­ნა­ლო­­ბის გა­რე­შე აკალ­­კუ­­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი შემ­­თხ­ვე­­ვა­თა 65%-ში სიკ­­ვდილს იწ­ვევს.
დი­აგ­ნო­ზი
ექი­მე­ბი ქო­ლე­ცის­ტი­ტის დი­აგ­ნოზს სვა­მენ ძი­­­რი­თა­დად სიმ­პტო­მებ­სა და რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ულ­ტ­რა­­­სო­ნოგ­რა­ფია (ე­ქოს­კო­პი­ა) ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბის აღ­­მო­ჩე­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი­ა. ულ­ტრა­სო­­ნო­გ­­რა­ფი­ით შე­იძ­ლე­ბა აგ­რეთ­ვე დად­გინ­დეს ნაღ­ვლის ბუშ­ტის გარ­შე­მო სითხ­ის არ­სე­ბო­ბა ან მი­სი კედ­ლე­ბის გას­ქე­ლე­ბა, რაც ტი­პუ­რია მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტის­თვის. ხში­რად, რო­დე­საც ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფის გა­დამ­წოდს მუც­ლის ზე­და ნა­­წილ­ში, ნაღ­ვლის ბუშ­ტის საპ­რო­ექ­ციო არე­ში ამოძ­რა­ვე­ბენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ტკი­ვილს შე­იგ­რძნო­ბენ.
რო­ცა მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზის და­ს­მა ძნელ­დე­ბა, იყე­ნე­ბენ სხვა რა­დი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვას – ქო­ლეს­ცინ­ტიგ­რა­ფი­ას. ამ ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბის­თვის ვე­ნა­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შეჰ­ყავთ. გა­მა კა­მე­რა აფიქ­სი­რებს არ­სე­ბულ რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რო­ბას და კომ­პი­უ­ტე­რის დახ­მა­რე­ბით ხდე­ბა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის წარ­მოქ­მნა. ამ მე­თო­დით შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­დი­ო­ნუკ­ლი­დის ღვიძ­ლი­დან სა­ნაღ­ვლე ტრაქ­ტში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. იქ­მნე­ბა ღვიძ­ლის, სა­ნაღ­ვლე გზე­ბის, ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ზე­და ნა­წი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი. თუ რა­დი­ო­ნუკ­ლი­დი არ ავ­სებს ნაღ­ვლის ბუშტს, ნაღ­ვლის სა­დი­ნა­რი სა­ვა­რა­უ­დოდ დახ­შუ­ლია კენ­ჭით.
ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის გა­მო­საკ­ვლე­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სის­ხლის ანა­ლი­ზე­ბის შე­დე­გე­ბი ხში­რად ნორ­მა­ში­ა, თუ ადა­მი­ანს არ აქვს დახ­შუ­ლი სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რი. სის­ხლის სხვა ანა­ლი­ზებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა პან­კრე­ა­სის ფერ­მენ­ტე­ბის (ლი­პა­ზის ან ამი­ლა­ზის) მო­მა­ტე­ბა პან­კრე­ა­ტი­ტის დროს. სის­ხლის თეთ­რი უჯ­რე­დე­ბის მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბა (ლე­ი­კო­ცი­ტო­ზი) მი­უ­თი­თებს ან­თე­ბის, აბ­სცე­სის, გან­გრე­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე ან ნაღ­ვლის ბუშ­ტის პერ­ფო­რა­ცი­ა­ზე.
მკურ­ნა­ლო­ბა
მწვა­ვე ან ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვე­ნას სა­ჭი­რო­ე­ბენ. მათ ეკ­რძა­ლე­ბათ საჭ­მლი­სა და სას­მ­ლის მი­ღე­ბა და ინ­ტრა­ვე­ნუ­რად ეძ­ლე­ვათ სითხ­ე­ე­ბი და ელექ­ტრო­ლი­ტე­ბი. ექი­მი პა­ცი­ენ­ტის კუჭ­ში ცხვი­რის გავ­ლით ათავ­სებს ზონდს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ტუმ­ბო მი­უ­ერ­თდეს და კუ­ჭის შიგ­თავ­სი ამო­ი­ქა­ჩოს. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს კუ­ჭის დაც­ლას და ნაწ­ლა­ვებ­ში სითხ­ის დაგ­რო­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბას, რო­ცა ის ნორ­მა­ლუ­რად ვერ იკუმ­შე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ, ადა­მი­ა­ნებს ინ­ტრა­ვე­ნუ­რად ეძ­ლე­ვათ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი.
თუ და­ზუს­ტდა მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი და ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის რის­კი მცი­რე­ა, სიმ­პტო­მე­ბის გა­ჩე­ნი­დან 24-48 სა­ათ­ში ნაღ­ვლის ბუშტს ამოკ­ვე­თენ. სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, შე­საძ­ლებე­­ლია ოპე­რა­ცი­ის 6 კვი­რით ან უფ­რო მე­ტით დრო­ით გა­და­დე­ბა, სა­ნამ შე­ტე­ვე­ბი არ გა­ივ­ლის. ოპე­რა­ცი­ის გა­და­დე­ბა ხში­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ­ლე­ბიც ოპერა­­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის (მა­გა­ლი­თად, გუ­ლის, ფილ­ტვი­სა და თირ­კმლე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი). თუ არ­სე­ბობს ეჭ­ვი, რომ გან­ვი­თარ­და ისე­თი გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა აბ­­სცე­სი, გან­გრე­ნა ან პერ­ფო­რი­რე­ბუ­ლი ნა­ღ­ვლის ბუშ­ტი, სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ა.
ქრო­ნი­კუ­ლი ქო­ლე­ცის­ტი­ტის დროს ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თა, ჩვე­უ­ლებ­რივ, მწვა­ვე ეპი­ზო­დის ჩაწყ­ნა­რე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა.
აკალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტის დროს სა­ჭი­როა სა­­ს­­წრა­ფო ოპე­რა­ცია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამო­კ­ვე­თის მიზ­ნით.
ნაღ­ვლის ბუშ­ტის ქი­რურ­გი­უ­ლი ამოკ­ვე­თა (ქოლე­ცის­ტექ­ტო­მი­ა), ჩვე­უ­ლებ­რივ, ხორ­ცი­ელ­დე­ბა ლა­პა­როს­კო­პის (დრე­კა­დი, და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ლის) სა­შუ­ა­ლე­ბით. მუ­ცელ­ზე მცი­რე ზო­მის გა­ნაკ­ვე­თე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ მათ­ში შეჰ­ყავთ ლა­პა­როს­კო­პი და სხვა მი­ლე­ბი. გა­ნაკ­ვე­თე­ბი­დან მუც­ლის ღრუ­ში ქი­რურ­გი­ულ ინ­სტრუ­მენ­ტებს ათავ­სე­ბენ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით ამოკ­ვე­თენ ნაღ­ვლის ბუშტს.
ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ტკი­ვი­ლი: ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს აქვს ახა­ლი ან გან­მე­ო­რე­ბი­თი ტკი­ვი­ლის ეპი­ზო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაღ­ვლის ბუშ­ტის შე­ტე­ვე­ბის მსგავ­სი­ა, თუმ­ცა ნაღ­ვლის ბუშ­ტი კე­ნ­­ჭებ­თან ერ­თად უკ­ვე ამოკ­ვე­თი­ლი­ა. აღ­ნიშ­ნუ­­ლის მი­ზე­ზი უც­ნო­ბი­ა, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ოდის სფინ­ქტე­რის დის­ფუნ­ქცია (კუნ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც აკონ­ტრო­ლე­ბენ ნაღ­ვლი­სა და პან­კრე­ა­სის წვე­ნის წვრილ ნაწ­ლავ­ში გა­დას­ვლას). ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს იმი­ტომ, რომ სფინ­ქტე­რის სპაზ­მი იწ­ვევს სა­დი­ნა­რებ­ში წნე­ვის გაზ­რდას, რაც აფერ­ხებს ნაღ­ვლი­სა და პან­კრე­ა­სის წვე­ნის დი­ნე­ბას. ტკი­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა აგ­რეთ­ვე გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს მცი­რე ზო­მის ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­დი­ნა­რებ­ში ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თის შემ­დეგ რჩე­ბა. უფ­რო ხში­რად ტკი­ვი­ლის მი­ზე­ზი სრუ­ლი­ად სხვა პრობ­ლე­მა­ა, რო­გო­რი­ცაა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი ან წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა.
შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს ენ­დოს­კო­პი­უ­რი რე­­ტ­­­­რო­გ­რა­დუ­ლი ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ა­ტოგ­რა­ფი­ა (EღჩP) იმის გან­­სა­საზღ­ვრად, არის თუ არა ტკი­­ვი­­ლის მი­­ზე­ზი მო­მა­ტე­ბუ­ლი წნე­ვა სა­ნაღ­ვლე გზე­ბ­­ში. ამ პრო­­ცე­­დუ­­რის­თვის დრე­კა­დი, და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ლი (ენ­დოს­კო­პი) პი­რის ღრუს გავ­­ლით შეჰ­ყავთ წვრილ ნაწ­ლავ­ში და მილ­ში იდ­გმე­ბა წნე­ვის გამ­ზო­მი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა. თუ წნე­ვა მო­მა­ტე­ბუ­ლი­ა, მილ­ში შეჰ­ყავთ ქი­რურ­გი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ოდის სფინ­ქტე­რის გაჭ­რა და გა­ფარ­თო­ე­ბა. ამ პრო­ცე­დუ­რას (ენ­დოს­კო­პი­უ­რი სფინ­ქტე­რექ­ტო­მი­ა) შე­უძ­ლია შე­ამ­სუ­ბუ­ქოს სიმ­პტო­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც სფინ­ქტე­რის პა­თო­ლო­გია აქვთ.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

READ  თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები