ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი) არის ღვი­­ძ­ლის უჯრედებში გარკვეული ტიპის ცხიმე­ბის (ტრი­გლი­ცე­რი­დების) პათოლოგიური დაგ­რო­ვება

ღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი) არის ღვი­­ძ­ლის უჯრედებში გარკვეული ტიპის ცხიმე­ბის (ტრი­გლი­ცე­რი­დების) პათოლოგიური დაგ­რო­ვება

ღვიძლის გაცხიმოვნება
ღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი) არის ღვი­­ძ­ლის უჯრედებში გარკვეული ტიპის ცხიმე­ბის (ტრი­გლი­ცე­რი­დების) პათოლოგიური დაგ­რო­ვება.
ღვიძლის გაცხიმოვნებისას პაციენტს შეიძლება ჰქო­ნ­დეს დაღლილობა ან მსუბუქი დისკომფორტი მუცე­ლში; სხვა შემთხვევებში სიმ­პტო­მები არ აღინიშნება;
დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება ღვი­ძ­ლის ბი­ოფ­სია გახდეს საჭირო;
მკურნალობა გულისხმობს ღვიძლის გაცხიმოვნების მიზეზის, მაგალითად, ალკოჰოლის მიღების აღკვე­თას.
აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში ღვიძლის გა­ცხიმოვნების ყველაზე ხშირი მიზეზებია ალკოჰოლი, ტო­ქსინები, ზოგიერთი წამალი, თანდაყოლილი მეტაბოლური დაავადებები, მეტაბოლიზმის შეძენილი დარღვევები, როგორიცაა ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა და ტრიგლიცერიდების მა­ღა­ლი დონე სისხლში. მეტაბოლური პათოლოგი­ების კომ­ბინაციას მეტაბოლური სინდრომი ეწოდება. ეს მდგომარეობები ცხიმის ღვიძლის უჯრედებში დაგროვებას იწვევს ან ცხიმების სინთეზის გაძლიერების, ან ცხიმის გადამუშავების (მეტაბოლიზმი) და გამოყოფის შენელების გზით. სწორედ ამის შემდეგ და შედეგად ხდება ცხიმის დაგროვება და ჩალაგება ღვიძლის უჯრედებში. მხოლოდ დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღება არ იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას. გენეტიკური მიდრეკილების მქონე ქალს ორსულობის დროს შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის გაცხიმოვნების იშვიათი ფორმა – მიკროვეზიკულური სტეატოზი.
ღვიძლის გაცხიმოვნება ზოგჯერ ანთებით არის თანხლებული, ზოგჯერ კი მის გარეშე მიმ­დი­­ნა­რე­ობს. ანთებამ შეიძლება დანაწიბურება (ფიბროზი) გამოიწვიოს, რომლის პროგრესირებას ციროზი მოჰყვება. ნებისმიერი მიზეზით გა­მოწვეულ ღვიძლის გაცხიმოვნებას, გარდა ალ­­კო­ჰო­ლიზმისა (ფიბროზით ან მის გარეშე), არა­­ალ­კო­ჰოლური სტეატოჰე­პატიტი ეწოდება. ეს და­ავადება ხშირად ემართებათ მეტაბოლური სინ­დრომის მქონე პირებს.
სიმპტომები და დიაგნოზი
ღვიძლის გაცხიმოვნება უსიმპტომოდ მიმ­დი­ნა­­­რე­ობს. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება და­ღლი­­­ლო­ბა, გა­ურ­კვე­ველი დისკომფორტი მუ­­ცელ­ში. ღვიძლი დიდდება, რისი დადგენაც პა­ცი­ენ­ტის ფი­­ზი­კური გა­სინჯვით არის შესაძ­ლე­ბელი. თუ ეჭვი დაიბადა ღვიძ­ლის გაცხიმოვ­ნე­­ბა­ზე, ექი­მი ეკითხება პა­ცი­­ენტს, იღებს თუ არა ის ალკოჰოლს. ეს ინფორ­მა­­ცია გადამწყვ­ე­ტია. ალ­კო­ჰოლის ხანგრძლივად გა­­­­­დამეტებული რაოდენობით მიღება მძიმე დაზი­ა­ნე­­­­­ბას იწ­ვევს.
ღვიძლის დაავადების, მაგალითად, ანთე­ბის, და­­სად­გენად მნიშვნელოვანია სისხლის ანა­ლი­ზე­ბის შე­დეგები, ვინაიდან ჰეპატიტმა შეიძლება ცი­როზი გამოიწვიოს. სისხლის დამატებითი ანალი­ზები შე­სა­ძლებელს ხდის ღვიძლის სხვა დაავადებების, მაგალითად, ვირუსული ჰეპატი­ტის გამორიცხვას. ულტრასონოგრაფიით, კომ­პი­­უტერული ტომო­გ­რა­ფიითა და მაგნიტურ-რე­­ზო­­ნან­სული გამოკვლევით შესაძლებელია ღვი­ძ­­ლში ცხი­მის ჭარბი რაოდენობით ჩალაგების აღ­მო­ჩენა, მაგრამ ვერ ხერხდება იმის განსაზღვრა, არის თუ არა ანთება ან ფიბ­როზი.
დიაგნოზის დასადასტურებლად შეიძლება ღვი­­ძ­­ლის ბიოფსია გახდეს საჭირო. ბიოფსიის ჩა­სა­­ტა­­­რებლად ექიმს, ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე, კანის გავლით ღვიძლში შეჰყავს გრძელი, შედარებით ფართო დიამეტრის ნემსი, რომელიც ღვიძლის ქსოვილის მცირე ნაწილის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. მიღებული მასალა მიკროსკოპით შეისწავლება. ბიოფსია შეიძლება დაგვეხმაროს იმის განსაზღვრაში, არის თუ არა ღვიძლი გაცხიმოვნებული, რა არის გაცხიმოვნების მიზეზი – ალკოჰოლი თუ რომე­ლიმე სხვა სპეციფიკური აგენტი, რამდენად მძიმეა ღვიძლის დაზი­ანება.
პროგნოზი და მკურნალობა
მხოლოდ ღვიძლის გაცხიმოვნება არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობლემა. მაგალითად, თუ მიზეზი ალკოჰოლია, მისი მიღების შეწყვეტიდან 6 კვი­რის განმავლობაში გაცხიმოვნება შეიძლება გაქრეს. თუ მიზეზი ვერ დადგინდა და მკურნალობაც ვერ ჩატარდა, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება გრძელდება, ან არ შეწყდა იმ წამლის მი­ღება, რომელიც ღვიძლის გაცხიმოვნებას იწ­ვევს, ღვიძლის ხელახალმა დაზიანებამ შეიძლება ციროზამდე მიგვიყვანოს. უარესი პროგ­ნოზი აქვს მიკროვეზიკულურ სტეატოზს.
მკურნალობის მიზანია ღვიძლის გაცხიმოვნების გა­მომწვევი მიზეზის ზემოქმედების შემცირება ან აღკვეთა. პაციენტმა უნდა შეწყვიტოს წამლის მიღე­ბა, დაიკლოს წონაში, ადეკვატურად უნდა აკო­ნ­­ტრო­ლოს დიაბეტი, შეეცადოს ტრიგლიცერიდე­ბის დონის შემცირებას და შეწყვიტოს ალკოჰოლის მიღება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები