ალბათ ყველას გაგიკვირდათ, ლამინატი ჭერზე და კელდებზე? თუ გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ეს, მაშინ გაეცანით სტატიას
ჩვენ მიჩვეული ვართ ლამინატის იატაკზე დაგებას, თუმცა თანამედროვე ინტერიერში ამ მასალის დანიშნულება უფრო ფართოა — ლამინატს კედლებისა და ჭერისთვისაც იყენებენ. დღეს კი ამ გადაწყვეტის უპირატესობებზე ვისაუბრებთ.
ლამინატი კედლებზე
მათთვის, ვისაც სურს კედლებზე ბუნებრივი ხის ტექსტურა ხელმისაწვდომ ფასად შექმნას, MDF და PVC პანელები უკვე დიდი ხანია გამოიგონეს. ღირს თუ არა ამ მიზნით ლამინატის გამოყენება? დიახ. ეს ძლიერი და გამძლე მასალაა, რომელიც მომზადებულია ინტენსიური დატვირთვისთვის და, PVC პანელისგან განსხვავებით, ძლიერი დარტყმისგან არ ტყდება.
ლამინატი მარტივი დასამონტაჟებელი და მოსავლელია, ის ხელს უწყობს ოთახის ხმის იზოლაციის გაუმჯობესებას, არ ობდება და დელიკატური სველი წმენდის მიმართ ამტანია (MDF-თან შედარებით). მთავარია, გამოირიცხოს აბრაზიული სარეცხი საშუალებები.
კედლის მთლიანად ლამინატით მოპირკეთება იშვიათი მოვლენაა — როგორც წესი, ეს მასალა ერთი აქცენტის კედლის გასაფორმებლად გამოიყენება.
კედლისა და იატაკის მსგავსი ლამინატით მოპირკეთება ოთახის საზღვრებს ვიზუალურად აქრობს. ასეთი ტექნიკა მცირე სივრცეებისთვის გამოდგება — ის საშუალებას მოგცემთ, ოთახის ნამდვილი ზომების დადგენის მცდელობაში, “გონება მოატყუოთ.” გარდა ამისა, შეგიძლიათ ერთი და იგივე ლამინატი კედლისა და ჭერისთვისაც გამოიყენოთ — ესეც იმავე ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ლამინატი ჭერზე
ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მასალაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ჭერზე ხის ექსპრესიული ტექსტურა წარმოაჩინოთ. ჭერისთვის ყველაზე თხელი ლამინატიც საკმარისია. უფრო სქელი საფარი შეარჩიეთ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ოთახის ხმის იზოლაცია გააძლიეროთ.
შეიძლება ასეთმა მოპირკეთებამ ჭერი ვიზუალურად დაადაბლოს?
თუ ჭერის ლამინატი ღიაა და იგივე მასალა კედელზეც გამოიყენება, მაშინ ეფექტი საპირისპირო იქნება. თუმცა, ფაქტობრივად, ლამინატი ჭერს დაადაბლებს, რადგან ის ხის სვეტებით შექმნილ კონსტრუქციაზე მონტაჟდება. ასეთმა გადაწყვეტამ შეიძლება თქვენი ოთახის ვერტიკალური სივრცე დაახლოებით 10 სანტიმეტრით შეამციროს. თუ ჭერი საშუალო სიმაღლისაა, მიზანშეწონილია ლამინატი მისი ფრაგმენტული დეკორაციისთვის გამოიყენოთ. ეს სივრცის ზონირებისთვისაც გამოგადგებათ, მაგალითად, შეგიძლიათ გამოყოთ სამუშაო სივრცე.
რომ შევაჯამოთ, ლამინატის ესთეტიკურ შესაძლებლობებს, მის ხელმისაწვდომობასთან ერთად, შეუძლია დიზაინერების ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცეს და მათ ახალი ტენდენციების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.
მასალის გამოყენების პირობები