2 გზა მუდმივი რემონტის თავიდან ასარიდებლად

1 წუთიანი წაკითხვა
მუდმივი რემონტის ნაცვლად, გაიგეთ როგორ შექმნათ მარადიული ინტერიერის დიზაინი, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს. ორი მთავარი პრინციპი გრძელვადიანი და ეკონომიური შედეგისთვის.

დღევანდელ სამყაროში, სადაც კონსუმერიზმი პიკს აღწევს, მუდმივად გვიწევს სახლში ნივთების, ავეჯისა თუ მთლიანი ინტერიერის შეცვლა. 

დანერგეთ თქვენს ინტერიერებში მდგრადი დიზაინის პრაქტიკა, რათა მოუფრთხილდეთ გარემოსა და საკუთარ ჯანმრთელობას.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მუდმივი სტრესი რემონტის მსვლელობისას, დამატებითი ხარჯები და დრო, აუცილებელია ვიყოთ გონივრულები დიზაინის შექმნისას და გავითვალისწინოთ შემდეგი 2 რჩევა:

  • ნარჩენების შემცირება

პლანეტის შეზღუდული რესურსები ღირებულია, ამიტომ მოდიდან გადასული პროდუქტების გადაგდება და მათი ტრენდული ნივთებით ჩანაცვლება აღარ არის გამართლებული. არსებობს უამრავი კრეატიული გზა, რითაც შესაძლებელია მოძველებული, თუმცა ფუნქციური ნივთების გადამუშავება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. 

  • გამძლე მასალები

დიზაინის დაგეგმვისას ნებისმიერი მასალის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაითვალისწინეთ, რომ თავიდან იქნას არიდებული მათი ხშირი გამოცვლა. ინვესტიცია ჩადეთ ისეთ მასალებში, რომელიც არის მყარი, გამძლე და ადვილად გასაწმენდი, მაგალითად ხე და ბუნებრივი ქვები. ინტერიერის შექმნისას მთავარი უნდა იყოს არა დროებითი, არამედ მუდმივი საცხოვრებელი სივრცის შექმნა, რომელიც ათეულობით წლებს გაუძლებს და მაინც ფუნქციური და ერგონომიული იქნება.

2 გზა მუდმივი რემონტის თავიდან ასარიდებლად

სტატია სრულად იხილეთ აქ.

Sheniinterieri-სთვის სტატია მოამზადა ფლორენციის დიზაინის აკადემიის კურსდამთავრებულმა, ინტერიერის დიზაინერმა, თაკო არდოტელმა.

❤️ თუ ინტერიერი შენი ინტერესის სფეროა, გაეცანი ჩვენი გვერდის სხვა სტატიებს💫

რემონტი 2026 — ფასები

კოსმეტ.: 1,500-5,000 ₾. საშ.: 5,000-15,000 ₾. კაპ.: 15,000-60,000 ₾. მასალები 8-12%-ით გაძვირდა — ადგ. ვარიანტი (Temia, ქართ. კერ.) ყველაზე ხელმ.

READ  ორიგამი ინტერიერის დიზაინში – უძველესი ხელოვნების უნიკალურობა

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *