შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ!

4 წუთიანი წაკითხვა
ინტერიერის დიზაინში ყველაზე გავრცელებული შეცდომების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება. პრაქტიკული რჩევები საქართველოს მეპატრონეებისთვის.

უკვე შეიძინეთ ბინა და ფიქრობთ როგორ მოაწყოთ მისი ინტერიერის დიზაინი? ან უკვე თქვენი ახლანდელი ბინის ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ? ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ბინა კომფორტული საცხოვრებელი გახდეს და მასში წლების განმავლობაში უდარდელად იცხოვროთ, სწორად დაგეგმარებული ინტერიერი  გჭირდებათ. ეს უკანასკნელი ზუსტად თქვენს მოთხოვნილებებს რომ მოერგოს და შეცდომებიც მინიმუმამდე დაიყვანოთ, ქვემოთ მოცემული რჩევები დაიხმარეთ.

 

უთხარით არა შავ ფერს

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

 

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ!

 

ინტერიერის დიზაინის დაგეგმარების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ოჯახის წევრები, მათი ასაკი, გემოვნება, მოთხოვნილებები. თუ ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, სახლის დალაგება რეგულარულ აქტივობად გარდაიქმნება. სწორად შერჩეული ფერები ამ საქმეს გაგიმარტივებთ და ბევრ ენერგიასა თუ დროს დაზოგავთ.

 

შავი ინტერიერის დიზაინში ყოველთვის ელეგანტური ფერია, თუმცა ამ სილამაზის გამო მსხვერპლზე ნუ წახვალთ. ეს ფერი მარტივად ისვრება და ძნელად იწმინდება, გაწმენდა კი ყოველდღე უნდა. მაგალითად, შავი ფერის პირსაბანზე წყლის წვეთები ლაქებად რჩება, ხელების დაბანის შემდეგ კი მისი გაწმენდა ყოველთვის გიწევთ. სამზარეულოში, შავ კარადებსა თუ უჯრებზე, ნათითურები მარტივად რჩება. ასევე ძნელი მოსავლელია შავი გაზქურაც.

 

რაც შეიძლება ბევრი შტეფსელი

 

შეიძლება ფიქრობთ, რომ შტეფსელები უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ეს დეტალი ბინის ფუნქციურობასაც და ესთეტიკურობასაც განსაზღვრავს. თუ ბინა არქის რომელიმე პროექტში, პრემიუმ კარკასით შეიძინეთ, სახლში ელექტროობის გამართული ქსელი დაგხვდებათ, რაც დაგეხმარებათ ენერგო-წერტილები სწორად განალაგოთ. მაგალითად, ტელევიზორთან ახლოს დამონტაჟებული შტეფსელის დახმარებით კაბელებს მარტივად დამალავთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ შტეფსელი ისეთ სიმაღლეს დააყენეთ, რომ ბავშვები ვერ მიწვდნენ. ასევე შესაძლებელია იყიდოთ სპეციალური ჩამკეტებიც.

 

შესაღები შპალერი იგივე ფლიზელინი

 

თუ ბავშვები გყავთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ის ფაქტიც, როგორ მარტივად შეიძლება შპალერი დაიჩხაპნოს, გაიკაწროს და, საბოლოოდ, ჩამოიხიოს. ფლიზელინი ეს არის შპალერი, რომლის გადაღებვა 6-7-ჯერაც კი შეგიძლიათ. მისი მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს. გადაღებვასთან ერთად მას სხვა ბენეფიტებიც აქვს: ფლიზელინი კარგად იტანს ორთქლს და სუნს.

READ  როგორ გავზარდოთ სივრცე პატარა ოთახში ფერების გამოყენებით

 

ხარისხიანი იატაკი მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ

 

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ! — ფოტო 2

 

იატაკის საფარი ის საკითხია, რომელიც უმჯობესია ძვირიანი და ხარისხიანი შეიძინოთ. ის უნდა იყოს გამძლე, რადგან მას ყოველწლიურად ვერ გამოცვლით. მაგალითად, ლამინატს იმ ოთახში ნუ დააგებთ, სადაც მზე და სითბო შემოდის. იატაკის ეს საფარი ზედმეტ სითბოს ვერ უძლებს. სხვა ოთახებში ან ძალიან ღია ან ძალიან მუქი ფერის ლამინატს მოერიდეთ, რადგან მას ნებისმიერი ლაქა მარტივად ეტყობა. გაითვალისწინეთ ლამინატის სისქეც – ის 10მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. იატაკის საფარის ერთ-ერთი პოპულარული ვარიანტი მეტლახია, რომელიც უმჯობესია პრიალა შეარჩიოთ. ზოგადად, მეტლახის გლუვი ზედაპირი საკმაოდ ძნელად იწმინდება. ასევე, უჯობესია, კერამოგრანიტს ნახევრადპრიალა ან პრიალა ზედაპირით თუ შეიძენთ. ეს დაგეხმარებათ, გაიმარტივოთ მისი გაწმენდის პროცესი. ამასთან ერთად, მსგავსი ზედაპირის კერამოგრანიტი გლუვ ზედაპირთან შედარებით ჭრაჭუნის ხმას არ გამოსცემს. აუცილებლად გაითვალისწინეთ პლინტუსებიც. პლასტმასის პლინტუსები მარტივად ისვრება და რთულად იწმინდება.

 

თუ გსურთ მეტი გაიგოთ იატაკის საფარის შესახებ, გადადით შემდეგ ბმულებზე:  იატაკის საფარის ტიპები – რომელია უმჯობესი?

 

კომპლექსური ჭერი

 

თუ როგორი ჭერი არ უნდა შეარჩიოთ ინტერიერში, ამას თავად ბინის მახასიათებლები მიგითითებენ. მაგალითად, თუ თქვენ ცხოვრობთ არქი ვარკეთილის ბინაში, რომლის ფართი 30 კვ.მ-ია, სივრცის ვიზუალურად გაზრდაში მაღალი ჭერი დაგეხმარებათ. ამიტომ, ამ შემთხვევაში,  ჭერზე თაბაშირ-მუყაო არ გააკრათ. ეს მასალა ჭერს ადაბლებს. თუ თქვენი ბინის სიმაღლე მოგწონთ, შეგიძლიათ თაბაშირ-მუყაოს ჭერი გააკეთოთ და ფლიზეილინის ქაღალდი ააკრათ. ეს დაგეხმარებათ, ჭერი რამდენჯერმე გადაღებოთ. თუ სახლში მრავალფეროვნება გიყვართ, ეს საშუალება ამ მიზნის მიღწევაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

 

თუ შეკიდული ჭერის გაკეთებას აპირებთ, ნუ დაკიდებთ დიდ და მასიურ ჭერის სანათებს. გამოიყენეთ სპეციალურად შეკიდული ჭერისთვის შექმნილი წერტილოვანი განათება.

 

ჭერის კეთების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ ფარდის დასაკიდი ადგილიც.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniinterieri.ge

სტატიის ციტირება

შენი ინტერიერი. (2024). შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ!. 15 ივლისი, 2024. https://sheniinterieri.ge/shetsdomebi-romlebits-interieris-dizainshi-ar-unda-daushvat/

სტატიის ციტირება
შენი ინტერიერის რედაქცია. შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ! [Internet]. თბილისი: Sheniinterieri.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniinterieri.ge/shetsdomebi-romlebits-interieris-dizainshi-ar-unda-daushvat/
sheniinterieri.ge
author avatar
შენი ინტერიერის რედაქცია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.

Find Us on Socials

თემები

გაუზიარეთ ეს სტატია
შენი ინტერიერის სარედაქციო გუნდი — ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, არქიტექტურის, რემონტისა და ეზოს მოწყობის თემებზე. მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD). გამომცემელი: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი (PHIG), Sheni Network.
1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი ინტერიერი · PHIG · Sheni Network