შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერიშპალერი თუ საღებავი - რომელია უმჯობესი და რატომ

შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

კედლის დიზაინი ინტერიერში წამყვან როლს თამაშობს. მას შეუძლია გარდაქმნას თქვენი ბინა მყუდრო, სტუმართმოყვარე, თანამედროვე და თბილ სივრცედ. როგორ მივიღოთ მსგავსი ატმოსფერო? რომელია უმჯობესი – კედლების შეღებვა თუ შპალერი? ორივე მათგანს თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნიათ, რაზეც სწორედ ამ ბლოგში ვისაუბრებთ.

 

  • საღებავი

პირველ რიგში, საღებავს შპალერისგან რაც განასხვავებს, მისი მრავალფეროვნებაა. ფერთა უდიდესი პალიტრიდან საყვარელი ჩრდილების ამორჩევა სასიამოვნო პროცესადაც შეიძლება გადააქციოთ. ხოლო დროთა განმავლობაში, თუ არჩეული ფერი მოგბეზრდებათ, მას მარტივად გადაღებავთ.

 

საღებავის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ნესტისადმი მდგრადობაა. ამიტომ სააბაზანოსა და სამზარეულოს კედლებს ხშირად ღებავენ ხოლმე.

 

არქის იზოთაბაშირით გალესილი კედლები საღებავისთვის იდეალურ სწორ ზედაპირს ქმნის, რაც ამ პროცესისთვის აუცილებელი პირობაა. შეღებვა უსწორმასწოროდ გალესილ კედლებზე ბზარების გაჩენას უწყობს ხელს.

 

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, შეღებილი კედელი მარტივად ისვრება, მისი გაწმენდა კი თითქმის შეუძლებელია ხოლმე. ამიტომ მისი გადაღებვა ხშირად მოგიწევთ.

 

  • შპალერი
  • კედლების გაფორმების ერთ-ერთი გავრცელებული და ტრენდული გზა შპალერია. თანამედროვე ვინილის შპალერი კოროზიის მიმართ მდგრადია. კარგად მოვლის შემთხვევაში კი, ის 10 წელზე მეტ ხანსაც ძლებს.

 

თუ თქვენი ოჯახი ბავშვებისა და შინაური ცხოველებისგან შედგება, შპალერი, ამ შემთხვევაშიც, საუკეთესო გამოსავალია. ნებისმიერი ლაქის შემთხვევაში, შპალერის გაწმენდა შეგეძლებათ (შეღებილი კედლისგან განსხვავებით).

 

შპალერს შეუძლია ოთახი ვიზუალურად გაზარდოს ან გააფართოოს. მაგალითად, ვერტიკალური ზოლების პატერნის მქონე შპალერი ოთახს უფრო მაღალს გამოაჩენს, განივი ზოლები კი – ფართოს.

 

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ამ შემთხვევაში, თუ შპალერი დაზიანდება, მისი შეცვლა მთლიანად გიწევთ, რაც საკმაოდ დიდ ენერგიას, დროსა და ხარჯს წარმოადგენს. ასევე მითია ის ფაქტიც, რომ შპალერი სუნთქვადია. საღებავთან შედარებით შპალერი სასურველი ფერების დიდი არჩევანით არ გამოირჩევა.

 

სწორედ ამიტომ არსებობს ფლიზელინის შპალერი იგივე შესაღები შპალერი, რომელიც საშუალებას გაძლევთ კედელი სასურველი ფერით შეღებოთ. ამასთან ერთად, მისი უპირატესობა ისიცაა, რომ შესაძლებელია კედლების მრავალჯერადი შეღებვა ისე, რომ ისინი სტრუქტურულად არ დაზიანდეს. ფლიზელინი წელვადია და კედელზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში, იწელება.

 

საბოლოოდ,  ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ –  რომელი ჯობს – შპალერი თუ საღებავი – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს და ის მეტწილად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები