დეკორის ტრენდები ხშირად იცვლება, თუმცა შუა-საუკუნეების დეკორი, განსაკუთრებით ამ საკულტო ეპოქისთვის დამახასიათებელი განათება ყოველთვის რელევანტურად დარჩება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ სტილებს იმ პერიოდიდან, რომელიც, სავარაუდოდ, 1947 წელს დაიწყო. თუ თქვენ ცდილობთ თქვენს ამჟამინდელ განლაგებას მიანიჭოთ მარადიული მიმზიდველობა, ეს ულამაზესი სივრცეები შთაგაგონებთ გაანათოთ ოთახები შუა საუკუნისა და თანამედროვე დიზაინის განათებებით.
კლასიკური სპუტნიკის ჭაღი
ვერც ერთი განათება ვერ აერთიანებს თანამედროვე და შუა-საუკუნეების სტილს ისე ჰარმონიულად, როგორ ე.წ. სპუტნიკის ჭაღი. მისი ინსპირაცია პირველი სატელიტი გახლავთ, რომელმაც 1957 წელს დედამიწას შემოუარა. იგი დაახლოებით სანაპიროს ბურთის ზომის არის და რამდენიმე ანტენა გამოსდის ცენტრიდან. ეს ოქროსფერი გამორჩეული ჭაღი, თქვენს სივრცეში, ინტერიერის ცალკეულ აქცენტს წარმოადგენს.
რეტრო ინდუსტრიული განათება ცოცხალ ფერებში
ინდუსტრიული განათება გამორჩეული და ავთენტური ვიზუალის მატარებელი დეკორია, რომელიც იდეალურად ერწყმის როგორც ფერად 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ინტერიერს, ასევე მინიმალისტურს, თანამედროვეს, ვინტაჟურსა და სკანდინავიურს. რეტრო-ინდუსტრიული განათების მრავალმხრივი შეთავსებადობა, სწორედ მისი დიზაინის გენიალური სიმარტივიდან გამომდინარეობს. სანათის ვიზუალი ფერად და მხიარულ ვიზუალთან ერთად ისტორიას ინახავს, რომელიც თქვენი ბავშვობის ოთახს ან ძველ საყვარელ ფილმებსა და ანიმაციებს გახსენებთ.
მოდერნისტული პენდანტის ჩამოკიდებული ჭაღი
პენდანტის ჩამოკიდებული ჭაღი იდეალურია პირდაპირი განათების ეფექტის მისაღებად. მისი ყველაზე სწორი ადგილი სასადილო ან სამუშაო მაგიდის თავზე იქნება. ოქროსფერი პენდანტის ჭაღს სიელვარის ეფექტს მატებს, რაც განათებას მეტად სასიამოვნოს ხდის და ამასთანავე, სივრცეში გამორჩეული დეკორის ადგილს იკავებს. თამამად შეუხამეთ მას როგორც ფერადი ასევე მიწიერი ტონები. თუ თქვენი ჭერისა და ჭაღის ზონირება გსურთ, შეგიძლიათ ჭერი განსხვავებულ ფერში შეღებოთ, სასურველია უფრო მუქ ტონებში, ვიდრე ოთახის კედლებია.
კლასიკური შუა-საუკუნეების განათება თანამედროვე ელემენტებით
კლასიკური სპუტნიკის ჭაღიდან წამოსული ინსპირაციის შედეგი ეს განათება გახლავთ. მასში აშკარად იკვეთება შუა-საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სტილი, თუმცა არ ტოვებს ვინტაჟურის ასოციაციას, რადგან მისი განლაგება და ნათურები თანამედროვე სტილის გამოძახილია.
სანათი ჰარმონიულად ერწყმის ვინტაჟურ ან რეტრო ინტერიერს და შედარებით მცირე ან საშუალო ზომის სივრცის განათებისთვის არის განკუთვნილი.
ოქროსფერი გლობუსის გულსაკიდი განათება
მშვენიერი გლობუსის გულსაკიდი განათება დეკორაციის მთავარი ელემენტია. სანათი შეეფერება მინიმალისტურ, სკანდინავიურ ან ვინტაჟურ ინტერიერს, რომელიც არ არის გადატვირთული დეკორითა და ფერებით. თუ სივრცეში მისი სრული ეფექტის მიღება გსურთ, უმჯობესია თუ ოთახს თეთრ ან ღია ტონებში შეღებავთ და მარტივ, სწორხაზოვნად დეკორს შეარჩევთ. თუ ხის ავეჯი გიზიდავთ, თამამად შეურჩიეთ ვინტაჟური ხის ავეჯი სანათს.
შუა საუკუნისა და თანამედროვე სტილის ბროლის ჭაღი
ეს გლუვი, შუა საუკუნეების-თანამედროვე ჭაღი, თქვენს ოთახს გლამურულ და მშვიდ ენერგიას მიანიჭებს. სურათი, რომელსაც ახლა ხედავთ, ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ ინტერიერს ასახავს, რომელიც 70-იანი წლებიდან გახდა პოპულარული და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.
ძვირადღირებული ვიზუალის მქონე ბროლის ჭაღს, ღია ფერები და მდიდრული ქსოვილის ავეჯი შეეფერება, მაგალითად ხავერდის სკამები სასადილო მაგისთვის.
მოხრილი იატაკის განათება
იატაკის ნათურას ოთახის განწყობასა და საერთო სტილზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. როგორც წესი, იატაკის განათებას სიმყუდროვეს ქმნის, რადგან ერთ ადგილას კონცენტრირებული შუქი მთელს ოთახში მსუბუქად ვრცელდება რაც ასევე იდეალურია, კითხვის ან მუშაობისათვის. დიდი ზომის მოხრილი იატაკის განათება მისაღები ოთახებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა თუ თქვენს სახლში სხვა ადგილს მოუძებნით და კომფორტულად გამოიყენებთ, რატომაც არა.
მაგიდის განათება
მაგიდის განათება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არამხოლოდ პროდუქტიულობაში, არამედ კარგია თქვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ამასთან, დეკორისგან მიღებული სიმყუდროვისა და სიმშვიდის პირველ წყაროს სწორედ მაგიდის განათება წარმოადგენს. ოქროსფერი მეტალის სანათი შუა-საუკუნეების დიზაინისთვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ პრაქტიკულია, რადგან შეეფერება როგორც ხის ავეჯს, ასევე მოდერნისტულ გლუვ კომოდს.
მასალის გამოყენების პირობები