სახლის პატარა ბიბლიოთეკებით თუ წიგნის თაროებით, ინტერიერში საინტერესო ელემენტები იქმნება.
სტატიაში ნაჩევენებია წიგნის თაროების რამდენიმე მაგალითი, რომელიც კითხვის მოყვარულებისთვის, ინტერიერის მოსაწყობად კარგი შთაგონება იქნება.
1.
ფოლადის სტრუქტურისგან გაკეთებული წიგნების თარო ტიხრების როლსაც ითვისებს. კონსტრუქციაში შედგმული ხის ყუთები კი წიგნებისა და მცენარეების განთავსებისთვისაა განკუთვნილი.
2.
ფოტოზე გამოსახული უცნაური ფორმის ხის თარო, დიზაინერულად საინტერესო ობიექტია. გარდა იმისა, რომ ესთეტკიურად ძალიან მიმზიდვილია, ამასთან ერთად ფუნქციურად დატვირთულია და სამუშაო გარემოს გამოყოფს სახლის სხვა სივრცეებისგან.
3.
საინტერესო და ძალიან პოპულარულია ჩაშენებული წიგნების თაროები. ამ შემთხვევაში კონსტრუქცია ბეტონის ბოძებისა და ფილებისგანაა გაკეთებული, რომელიც ორ სართულზეა გადანაწილებული. ბეტონის ასკეტური კიბეც ძალიან ჰარმონიულად ერწყმის ბიბლიოთეკას.
4.
ფლორენციაში, Silvia Allori– ს თვითნაკეთი ბინის კედლებში დასალაგებელი თაროებია დამონტაჟებული, რომლებზეც წიგნის გარდა სხვადასხვა ნივთების განლაგებაც არის შესაძლებელი, რეალურად კი წიგნის კარადა დასაკეცი პანელის უკან იმალება, რომელიც იშლება და მაგიდად ტრანსფორმირდება.
5.
მადრიდში ბინის შეცვლისას, Buj + Colón Arquitectos– მა კიბეში ჩამონტაჟებული კარადები დაამატა, რომელიც წიგნებისა და ჟურნალების შესანახად გამოიყენება.
6.
ამ პატარა ერთსართულიან ბიბლიოთეკაში განთავსებულია ხის ჩარჩოებში ჩასმული წიგნების კოლექცია. ხვადასხვა სიმაღლის პლატფორმებში ინტეგრირებულია თაროები, რომელიც მკითხველისთვის დასაჯდომ ადგილსაც წარმოადგენს.
7.
არქიტექტორმა ანდრეა მოსკამ შექმნა კედლის სიგრძის წიგნების თარო, რადგან პარიზში მდებარე სახლის ეს სივრცე სხვებისგან მკვეთრად გამოეყო. იდეა დაიბადა იქიდან, რომ დამკვეთი ოთახის მასშტაბის თაროებით იყო გატაცებული და სურდა მისი ინტერიერის წამყვანი ელემენტი სწორედ სახლის ბიბლიოთეკა გამხდარიყო.
8.
საინტერესოა ისეთი თაროები, რომელიც ერთდროულად წიგნის შესანახს, კიბესა და დასაჯდომს წარმოადგენს. სწორედ ასეთი პროექტია ფოტოზე გამოსახული. მკითხველს შეუძლია თაროდან ამოირჩიოს წიგნი, ავიდეს ერთი საფეხურით მაღლა,წამოჯდეს თაროს ზედაპირზე და წაიკითხოს შერჩეული წიგნი.
მასალის გამოყენების პირობები