ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერი10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად

10 ნაბიჯი თქვენი ოცნების საძინებლის შესაქმნელად

ეძებთ რჩევებს საძინებლის დიზაინის შესახებ? გაეცანით რეკომენდაციებს საძინებლის ფერის, ავეჯის, განლაგების და სხვა ასპექტების შესახებ…

როცა საუბარია საძინებლის დიზაინზე, საქმე ეხება სტილსა და ფუნქციას შორის სრულყოფილი ბალანსის შექმნას. ეს ადვილი არ არის, ამიტომ გაგაცნობთ ათი ნაბიჯის გზამკვლევს წარმატებისთვის, რათა თავად შეძლოთ საძინებლის დიზაინის შექმნა, რომელიც შეესაბამება თქვენს სტილს და ამასთანავე არის პრაქტიკული სივრცე. ბოლოსდაბოლოს, ჩვენი ცხოვრების შთამბეჭდავ მესამედს ძილში ვატარებთ, ამიტომ ღირს ამ ოთახის მოწყობაზე ცოტა დროისა და ძალისხმევის დახარჯვა…

საიდან იწყებთ საძინებლის დიზაინს?

დაიწყეთ ე.წ. განწყობის დაფის შექმნით. შედით Pinterest-ზე ან გადახედეთ ჟურნალებს და დაიწყეთ თქვენთვის სასურველი საძინებლის დიზაინის შეგროვება. მალე დაინახავთ მკაფიო თემებს – იგივე ფერები, სტილი და შაბლონები… შეგიძლიათ, დაიწყოთ ვიზუალიზაცია, თუ როგორ გსურთ თქვენი ოთახი დასრულდეს.

შეხედეთ, რამდენად დიდია თქვენი საძინებელი, მისი ფორმა, ბუნებრივი განათების დონე და ნებისმიერი მახასიათებელი, რომლებზეც შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ფრთხილად იფიქროთ, როცა მას ავეჯით ავსებთ.

1. აირჩიეთ საუკეთესო ფერი თქვენი საძინებლისთვის

მეტი სივრცის ილუზიის შესაქმნელად, აირჩიეთ ღია ფერის სქემა, ხოლო თუ თქვენი ოთახი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და ოდნავ ცივ მხარესაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ფერები.

გახსოვდეთ, ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი სივრცის ატმოსფეროს შექმნაში. ასე რომ, თქვენი საძინებლის შეღებვა პირველი ნაბიჯია, რაც უნდა გადადგათ, სანამ ავეჯის შეტანას დააპირებთ!

თქვენი საძინებლისთვის საუკეთესო ფერის არჩევა უზრუნველყოფს დასვენებას და რელაქსაციას, რაც მშვიდი ძილის მასტიმულირებელია.

დახვეწილი იერსახის შესაქმნელად გამოიყენეთ ერთი ჩრდილი ან იმავე ფერის ტონალობა – თუ კედლებს, რაფებს, კარებს, კარადებს, რადიატორებს და ფანჯრის ჩარჩოებსაც იმავე ფერში ღებავთ, თქვენ მიიღებთ გააზრებულ და თანამედროვე იერს.

ნაცრისფერი საძინებლის ფერის სქემა ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია. ის დამამშვიდებელი და ელეგანტურია და ცოტათი უფრო ამაღელვებელი ვიდრე თეთრი. ასევე ითქმის ვარდისფერზეც…

ფონები და მხატვრული კედლები ასევე შესანიშნავი საშუალებაა თქვენი სივრცის გასაცოცხლებლად. ფონი შესანიშნავი გამოსავალია მოსაწყენი საძინებლის კედლებისთვის. ის მატებს ვიზუალურ ინტერესს, ტექსტურას და სითბოს ნებისმიერი საძინებლის დიზაინს და არის განსაკუთრებით სასარგებლო ხრიკი პატარა საძინებლების უფრო დიდი იერსახის წარმოსაჩენად.

2. დაგეგმეთ საძინებლის საუკეთესო განლაგება

საძინებლის ავეჯის განლაგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საძინებლის დიზაინში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ მიმართულებას, საიდანაც მოდის ბუნებრივი სინათლე.

დაიწყეთ თქვენი საწოლის პოზიციით და განალაგეთ ყველა სხვა ავეჯი მის გარშემო. პატარა საძინებლების განლაგების დაგეგმვისას იფიქრეთ საწოლის კუთხეში გადატანაზე, რათა დატოვოთ სივრცე მის გარშემო.

საწოლის არჩევა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ თქვენს საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს, რადგან შესაძლოა, გჭირდებოდეთ საწოლი სათავსოთი, უჯრებით…

ყურადღებით შეარჩიეთ თეთრეულიც – სწორი ლეიბი, ბალიში, კომფორტული ზეწარი განაპირობებს თქვენს კომფორტულ ძილს. სწორად შერჩეულ საწოლის ატრიბუტს შეუძლია აღმოფხვრას კისრის და ზურგის ტკივილი, შეამსუბუქოს ალერგიები, გააუმჯობესოს ძილი. ასევე ცნობილია, რომ თუ ყოველ ღამე ბალიშზე გძინავთ, ის უნდა შეიცვალოს ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ.

რაც შეეხება ავეჯს, თუ ქმნით საძინებელს პატარა სივრცეში, სარკისებური კარადები საუკეთესო ხრიკია ოთახის ზომის ვიზუალურად გასაუმჯობესებლად.

თუ ბევრი ნივთი გაქვთ და საკმარისი ადგილი – არა, გამოიყენეთ ავეჯი სათავსოებით.
შეარჩიეთ ფარდები სწორად, თუ გსურთ, მაქსიმალურად გაზარდოთ ბუნებრივი განათება თქვენს საძინებელში დღის განმავლობაში. თუ ღამით გინდა, რომ ოთახი იყოს რაც შეიძლება ბნელი, ჟალუზები შესანიშნავი ვარიანტია, რადგან შეგიძლიათ, დაარეგულიროთ შუქი, თუმცა, თუ უფრო ბიუჯეტური ვარიანტი გჭირდებათ, არჩევანი მსუბუქ, მცურავ ფარდაზე შეაჩერეთ შერწყმული ჟალუზთან ერთად. უფრო მდიდრული ვიზუალისთვის ფარდები კედლის სრულ სიგრძეზე დაკიდეთ. მოკლე ფარდების დრო გავიდა…

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი განათება მნიშვნელოვანია, საძინებლის ხელოვნური განათების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება საძინებლის განათების ჭკვიანი სქემით გადამწყვეტია მყუდრო და დასასვენებელი სივრცის შესაქმნელად. იფიქრეთ რბილ, დიფუზურ შუქზე ან კედლის განათებაზე… შეიძლება ჭერის განათება არც დაგჭირდეთ, თუ გაქვთ ინტეგრირებული განათება გარდერობში და კარგი სამუშაო განათება გასახდელი მაგიდის გარშემო. მაგრამ მაღალჭერიან ოთახში, ჭაღი ან დიდი ზომის აბაჟური შექმნის ფოკუსურ დეკორატიულ წერტილს.
არ დაგავიწყდეთ საძინებლის იატაკიც, რომლის სწორად არჩევა მხოლოდ კომფორტისა და სითბოს მაქსიმიზაციას გულისხმობს. გასაკვირი არ არის, რომ ხალიჩა იატაკის ყველაზე პოპულარული ვარიანტია საძინებლის დიზაინის უმეტესობისთვის, მაგრამ მყარი ხის იატაკი შესანიშნავი ვარიანტია, რადგან მისი გასუფთავება გაცილებით მარტივია და ნაკლებ რისკებს აჩენს ალერგიის განსავითარებლად.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 აქტივობა მაკარსკაში, ხორვატიაში

9 აქტივობა მაკარსკაში, ხორვატიაში

23 April, 2024
8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

8 საუკეთესო აქტივობა ქემერში

22 April, 2024
9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

9 რომანტიკული აქტივობა წყვილისთვის კოპენჰაგენში

20 April, 2024
გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

გიორგი ფხაკაძეს თბილისის რეზიდენციაში ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის პრეზიდენტი ესტუმრა

აპრილი 23, 2024
ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

ახალი რეგულაციით, კლინიკებს უნდა ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ნინო ენდელაძის რეკომენდაციები

აპრილი 23, 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს

23 აპრილი 2024
ვის ელის საოფისე რომანი და ვის შემოსავლის ზრდა

ვის ელის საოფისე რომანი და ვის შემოსავლის ზრდა

23 აპრილი 2024
,,გავგიჟდი ისეთი მაგარია, ულამაზესი ხარ” – ანი გიუნტერი საოცარ ფორმაშია

,,გავგიჟდი ისეთი მაგარია, ულამაზესი ხარ” – ანი გიუნტერი საოცარ ფორმაშია

23 აპრილი 2024
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

აპრილი 23, 2024
ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია Smokey Bear საქართველოშიც განხორციელდება

აპრილი 23, 2024
ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდობის სააგენტო მასშტაბურ საგრანტო კონკურსს აცხადებს

აპრილი 23, 2024
„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

„შესაძლოა, ამისთვისაც გავილანძღო, მაგრამ იმავე ვითარებაში რომ ჩავვარდე, ზუსტად იმავეს ვიზამ.. სხვანაირად არ შემიძლია“ – ნანიკო ხაზარაძე მამის პანსიონატში მიყვანაზე

23 აპრილი 2024
როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

23 აპრილი 2024
საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც თქვენს ჯეჯილს უფრო ხასხასას გახდის და სწრაფადაც ააბიბინებს

23 აპრილი 2024
მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება

აპრილი 23, 2024
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიჭრა

აპრილი 23, 2024
დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

დატკბეთ ნოსტეს ჩანჩქერისა და მისი შემოგარენის საოცარი ბუნებით…

აპრილი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 23, 2024
წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: მოინიშნეთ საფრთხილო დღეები

აპრილი 23, 2024
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

აპრილი 23, 2024
ჟოლოს სასარგებლო თვისებები

ჟოლოს სასარგებლო თვისებები

აპრილი 23, 2024
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ყაბაყი

აპრილი 23, 2024
რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

აპრილი 23, 2024
7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

7 საზაფხულო ჯანსაღი სასმელი გულის გასაგრილებლად

აპრილი 23, 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

“გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

აპრილი 22, 2024
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 100 ათასზე მეტი კი ევაკუირებულია

23 აპრილი 2024
ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ღვინის ზღვის ფსკერზე დავარგების ანტიკური მეთოდი განახლდა – ექსპერიმენტი, რომელსაც საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

23 აპრილი 2024
“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

“სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)

22 აპრილი 2024
დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

დედაენის ბაღში 20-21 აპრილს „ურბან ფესტი“ ჩატარდება

აპრილი 17, 2024
26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

აპრილი 15, 2024
არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

არწრუნის ქარვასლა – თბილისის ისტორია

აპრილი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები