კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერიერი10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

სიტყვა ტრადიციული, ისევე როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღიქმება როგორც წარსულში დამკვიდრებული სტილი, რომელსაც დღესაც ჰყავს მიმდევრები, თუმცა ტრადიციული ინტერიერი სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს, გაცვეთილს ან ანტიკვარებით გადატვირთულ ოთახს. პირიქით, ტრადიციული დიზაინი წარმოაჩენს კლასიკას, მდიდარ ფერთა გამას, დახვეწილობას და კომფორტულ-ფორმალურ სტილს.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

გახადეთ თქვენი საძინებელი მეტად გლამურული

ტრადიციული არ ნიშნავს მოსაწყენს! ნუ შეგეშინდებათ ხალისიანი ფერების შემოტანის, თამამად აირჩიეთ ჭრელი კედლის დეკორი, რაიმე გამორჩეული სანათი, ნახატი, რომელიც მოგწონთ ან თუნდაც, შექმენით სახლის მცენარეების კუთხე, დაიდგით ლამაზი ყვავილები კომოდზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მცენარე არ არის სასურველი საძინებელში.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

გააფერადეთ თქვენი საძინებელი საკმაოდ ხშირად გაიგებთ მითს იმის შესახებ, რომ ტრადიციულ საძინებელში მუქი ან ნეიტრალური ფერები უნდა იყოს, თუმცა  ფერადი შტრიხები, თქვენს ოთახს მეტად კომფორტულს და პერსონალიზებულს გახდის. ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება საძინებელში ცოცხალი ფერების შემოსატანად არის ფანჯრის დეკორი, ფარდა, ნახატები, პატარა დეკორატიული ავეჯი ან ლოგინის ტექსტილი. თავისუფლად გააფერადეთ თქვენი სამყარო ისე, როგორც გსურთ.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

გამოკვეთეთ თქვენი ინდივიდუალურობა 

საძინებელში საუკეთესო დიზაინს, კონკრეტული ინტერიერის სტილის მიმდინარეობა არ ადგენს, რადგან გამორჩეულ დეკორს, სწორედ მასში ასახული თქვენი გემოვნება წარმოადგენს. თქვენ უკეთ იცხოვრებთ, დაიძინებთ და გაიღვიძებთ იმ სივრცეში, სადაც გარემოცული იქნებით იმ ფერებით, პატერნებითა ნივთებით, რომლებიც გიყვართ. თუ თქვენ ორი სხვადასხვა ინტერიერის დიზაინი გიზიდავთ, თამამად გამოიყენეთ ორივეს ელემენტები, რადგან რასაც გულით გააკეთებთ, აუცილებლად მოგცემთ სასურველ შედეგს, რომლითაც იამაყებთ.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

ელეგანტურობა და ტრადიციული საძინებელი 

ტრადიციული დიზაინის სიმეტრიული და კლასიკური სტილი ბუნებრივად ქმნის ელეგანტურობას, რომელსაც თან დასდევს დახვეწილი და ძვირადღირებული იერი. ამ ეფექტის მოხდენა კი, მცირე ბიუჯეტითაც მარტივად მოსახერხებელია. დღეს ყველა ძვირადღირებული ავეჯისა და დეკორის, ბევრად ბიუჯეტური ანალოგი არსებობს. ამისათვის კი ინტერნეტში ცოტაოდენი კვლევის უნარები გამოგადგებათ.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

თანამედროვე სტილის ელემენტები ტრადიციულ საძინებელში 

ტრადიციული დიზაინი არ არის დატყვევებული წარსული მოდის ტენდენციებში. ამიტომ, თავისუფლად შემოიტანეთ თანამედროვე დეკორი თქვენს ტრადიციულ საძინებელში, ისევე, როგორც ამ ულამაზეს და ჰარმონიულ ინტერიერში ხედავთ. მოცემულ სურათში, ავეჯი და დიზაინი ტრადიციულ სტილშია, თუმცა გრაფიკული ხალიჩა, მხიარული პრინტის საწოლის ფარდები და ე.წ. “მოჩვენება” სკამი უნიკალურ და ამავდროულად ჰარმონიულ სინთეზს ქმნიან.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

მარტივი ტრადიციული სტილი

საუკეთესო ტრადიციული საძინებელი მარტივად ლამაზი და არა-გადატვირთულია. მიმზიდველი სტილის შესაქმნელად არ არის საჭირო ავეჯის ან აქსესუარების სიჭარბე, უბრალოდ კარგი დიზაინის საერთო შეგრძნება და შეკრული გეგმა საკმარისია, რომ ყველაფერი მარტივად და ჰარმონიულად ერწყმოდეს  ერთმანეთს.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

მშვიდი ტრადიციული საძინებლის სტილი

შეუთავსეთ რბილი ფერები, სიმეტრიული დიზაინი და კლასიკური სტილი, რომ მიიღოთ მშვიდი ინტერიერის საძინებელი, სადაც ყოველ საღამოს შეძლებთ განტვირთვას. დაფიქრდით, რომელი ფერები გგვრით სიმშვიდესა და ნეტარებას, როგორი დეკორი ან ავეჯი გაგრძნობინებთ თავს კომფორტულად. თუ თქვენს საძინებელში არსებული ნივთები ზემო ხსენებულს ითვალისწინებს, მაშინ უდავოა, რომ ეს სივრცე თქვენთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

ტრადიციული სტილი ბავშვის საძინებელში

ტრადიციული სტილი არ არის მხოლოდ ძირითადი საძინებლისთვის. ის ასევე შესანიშნავია მოზარდის ან ბავშვის ოთახისთვის. მთავარი სირთულე, რასაც ბავშვის ოთახში წარმოადგენს, მისი ინტერიერის ხშირი ცვლილებაა, რადგან ბავშვის ზრდასთან ერთად, იცვლება მისი გემოვნება და ყოველდღიური აქტივობა. დეკორი და დიზაინი მისი ცხოვრების სტილს უნდა ერგებოდეს. ტრადიციული საძინებელი კი, ცვლილებებს მარტივად იტანს და ტრანსფორმირდება დიდი რეკონსტრუქციების გარეშე. ამიტომ, მიმართეთ ოპტიმალურ ვარიანტს და აირჩიეთ ტრადიციული დიზაინი ბავშვის ოთახის დაპროექტებისას.

10 დიზაინი ტრადიციული საძინებლის მოსაწყობად

საძინებლის ტრადიციული და რომანტიკული სტილი

ვინ თქვა, რომ ტრადიციული სტილი არ შეიძლება იყოს რომანტიკული და თუნდაც გლამურული? ამ ეფექტის მისაღწევად დაგჭირდებათ ვარდისფერი, წითელი, თეთრი და ოქროსფერი ტონების გამოყენება.

რომანტიკული და ტრადიციული დიზაინი, მოგვაგონებს სამეფო ოჯახისთვის დამახასიათებელ ვიქტორიანულ სტილს, სადაც უხვად არის აბრეშუმისა და ხავერდის ქსოვილები, ბალიშები, ფარდიანი ლოგინი და პატარა სხვადასხვა გამოყენების ავეჯი, რომელიც გლამურული კომფორტისთვის არის შექმნილი.

წყარო:https://archi.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები