მოცემული ეროვნული პარკები არა მხოლოდ ველური ბუნების მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა, არამედ ვიზიტორებს ბუნებასთან კავშირისა და ინდოეთის ბუნევრივი მემკვიდრეობის დაფასების შესაძლებლობასაც აძლევს.
1. ჯიმ კორბეტის ეროვნული პარკი (1936)
ჰიმალაის მთისწინეთში არსებული კორბეტის ეროვნული პარკი ინდოეთის უძველესი ეროვნული პარკია.
2. კანჰას ეროვნული პარკი (1955)
კანჰას ეროვნული პარკი ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი და ვეფხვების ყველაზე კარგად მოვლილი ნაკრძალია.
3. ტადობის ეროვნული პარკი (1955)
ტადობის ეროვნული პარკი ცნობილია ხშირი ტყეებითა და ვეფხვების სიმრავლით.
4. მადჰავის ეროვნული პარკი (1959)
მადჰავის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს კვალიორში, მადჰია პრადეში, სამეფო სანადირო ადგილი იყო.
5. ბანდჰავგარჰის ეროვნული პარკი (1968)
ბანდჰავგარჰის ეროვნული პარკი ცნობილია ბენგალური ვეფხვების დიდი რაოდენობით და ხშირად ითვლება ინდოეთის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, სადაც ეს დიდებული ცხოველი ცხოვრობს.
6. კაზირანგას ეროვნული პარკი (1974)
ასამის შუაგულში მდებარე კაზირანგას ეროვნული პარკი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ცნობილია ინდური მარტორქების სიმრავლით.
7. ბანდიპურის ეროვნული პარკი (1974)
კარნატაკაში დასავლეთ გატების მთისწინეთში მდებარე ბანდიპურის ეროვნული პარკი არის ნილგირის ბიოსფერული ნაკრძალის ნაწილი.
8. ბანერგატას ეროვნული პარკი (1974)
ბანერგატას ეროვნული პარკი მდებარეობს ბანგალორთან ახლოს, რომელიც საინტერესო და სასურველი ადგილია, როგორც ველური ბუნების მოყვარულთათვის, ასევე ბუნებაზე შეყვარებულ ადგილობრივებისთვის.
9. გირის ეროვნული პარკი (1975)
გირის ეროვნული პარკი აზიური ლომის დაცვის სინონიმია. ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ეს დიდებული ცხოველი ველურ ბუნებაში გვხვდება.
10. გუგამალის ეროვნული პარკი (1975)
გუგამალის ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს მაჰარაშტრაში, სატპურას ქედის შუაგულში, ცნობილია თავისი უხეში რელიეფით, ხშირი ტყეებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.
წყარო: https://timesofindia.indiatimes.com
მასალის გამოყენების პირობები