სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში

სახლის დეკორაციის ტენდენციები ხშირად ცხოვრების ახალი წესზე სტაბილურ გადასვლას გულისხმობს, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კომფორტულად მოვაწყოთ ახალი სივრცე.

მოძრაობა და ცვლილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, ჩვენ ყოველ მომდევნო დღეს რაიმე ახალსა და საინტერესოს უნდა ველოდოთ. ინტერიერის დიზაინის ტენდენციები უცნობ ელემენტებს შეიძენენ. თანამედროვე დიზაინის სტილის იდეა  უფრო გააძლიერებს და დახვეწს იმას, რაც დიზაინის სამყაროში ახლა უყვართ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ სივრცეებისთვის, რომელიც იმაზე უკეთესია, რაც აქამდე იყო. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რა არის ტენდენციური ახლა!

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

“ველნეს” დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგად ყოფნის ერთ-ერთი უმთავრესი გასაღებია, მაგრამ ჯანსაღ გარემოსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ამ ყველაფერში. “ველნეს” დიზაინს შეუძლია დადებითი ტონები შემოიტანოს ჩვენი ცნობიერების ასამაღლებლად. ინოვაციები დაგეხმარებათ შექმნათ ლამაზი და ჯანსაღი სივრცეები უახლოეს მომავალში.

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

  ART DECO ENCORE

წარსულის საყვარელ სტილში დაბრუნება ინდუსტრიის მისწრაფებას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ინტერიერი ნელ-ნელა მკვეთრ მინიმალიზმს შორდება, არტ-დეკოს აღორძინება სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერმაქსიმალიზმი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ ინტერიერში დეტალების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. ველით არტ-დეკოს უფრო კაშკაშა ფერებს, გეომეტრიულ ნიმუშებსა და სიმეტრიას.

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

გასართობი დასვენების ზონა

სახლში სოციალიზაცია უკანასკნელ წლებში საკმაოდ გაძლიერებულია. ამ მიზეზის გამო უნიკალური განლაგება და მოსასვენებელი ადგილები ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში დიდ ადგილს იკავებენ. მრგვალი სკამები და სავარძლები ორმხრივი საზურგეებით, საუკეთესო გამოსავალია. ყურადღება სიახლოვისა და ურთიერთობის განმტკიცებისკენ არის მიმართული, რომელიც, რაც შეიძლება, მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზეა ორიენტირებული.

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება

რაც უფრო მეტი ვიცით ადამიანის ფუნქციონირების გასაზრდელად საჭირო ბენეფიტებზე, მით უფრო მეტად დავინახავთ ამისათვის საჭირო ელემენტებს ინტერიერში, რა თქმა უნდა, იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ბუნებრივი სინათლე სწორედ ასეთი ელემენტია ინტერიერში. ახალი აქცენტები კეთდება ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენებაზე, დიდი ფანჯრებითა და თეთრი და ამრეკლავი ზედაპირებით. და რატომაც არა? ბუნებრივ სინათლეს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ძილი, დეტალებზე ფოკუსირების უნარი და განწყობა.

READ  ძველი ფოსტის შენობა კიკეთში, რომელსაც დღეს ზღაპრული გარემო გამოარჩევს

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის ტენდენციების ნოსტალგია

ინტერიერის დიზაინს შეუძლია შექმნას ეპოქისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო ან გარემო, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ნოსტალგიას. ვინტაჟური ავეჯი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 60-70-იანი წლების ნოსტალგიური გარემოს შექმნაში. ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ეს ტენდენცია ასევე ხელს უწყობს ნივთების ხელახლა გამოყენებას. ანტიკვარ და ვინტაჟურ ნივთებს სასიამოვნო და არაჩვეულებრივი გარემოს შექმნა შეუძლიათ.

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

ხელნაკეთი ტექსტურირებული ფილები

ხელნაკეთი ტექსტურირებული Zellige ფილები მომავალ წელსაც აქტუალური იქნება, ეს ტაქტილური ფილა, რომელიც მაროკოში იღებს სათავეს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იგი იდეალურად ერგება ორგანული ინტერიერის  დიზაინს.

2024 წლის ახალი და საინტერესო ტენდენციები ინტერიერში | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://ge.itstep.org/blog/int-erieris-dizainis-t-endentsiebi-2023-24-ts-lebistvis

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები