ფერის შერჩევა სახლის მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ფერს დიდი გავლენა აქვს სახლის ატმოსფეროზე და დიდ როლს ასრულებს პარმონიული გარემოს შექმნაში. Pantone არის ამერიკული კომპანია, რომელიც 25 წელია ასახელებს წლის ტრენდულ ფერს. 2024 წლის ტრენდულ ფერად დასახელდა Peach Fuzz, რომელიც ითარგმება, როგორც „ატმის ფუზი“. ამ ბლოგში სწორედ ატმის ფუზის ინტერიერში გამოყენების მეთოდების შესახებ წაიკითხავთ.
2024 წლის ფერი – ატმის ფუზი
ატმის ფუზი არის ტონი ვარდისფერსა და ნარინჯისფერს შორის, რომელიც კომფორტთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან და სინაზესთან ასოცირდება. ეს ფერი ზღვაში მზის ჩასვლას მოგაგონებთ და მისი ერთ-ერთი უპირატესობა ბალანსია, ანუ სხვა ფერების დაბალანსებაში დაგეხმარებათ. გამორჩეული ფერი დაგეხმარებათ შთაგონების მიღებასა და ფანტაზიის გაღვივებაში.ოდნავ რეტრო სტილში, 80-იანების გავლენით გადაწყვეტილი, ნეიტრალური ფერი გასული წლების ტრენდული ფერებისგან რადიკალურად განსხვავდება. „ნეიტრალური“ ადრე გამოიყენებოდა თეთრ, ნაცრისფერთან და კრემისფერთან მიმართბეაში. თუმცა ბოლო წლებში ამ ტერმინის არეალი გაფართოვდა და ბევრ სხვა ფერთან მიმართებაში გამოიყენება, მათ შორის ატმის ფუზთან.
ტრენდული ფერის ინტერიერში გამოყენების მარტივი მეთოდები
სცადეთ ატმის ფუზის ინტერიერში დამატება ისეთი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა ნახატები, ბალიშები და სხვადასხვა დეკორაციული ელემენტები.
1. ავეჯით – შეარჩიეთ ატმის ფუზის ფერი სკამები. თუმცა, ერთი სკამიც კი მოახერხებს ინტერიერზე გავლენის მოხდენას. თუ დიდი ავეჯის შეცვლა ან გადაღებვა არ გსურთ, შეგიძლიათ ტახტისა და სავარძლების გადასაფარებელი შეცვალოთ.
2. მუქი ფერები – შეუხამეთ ატმის ფუზი მუქ ფერებს. მაგალითად, შავი ონკანი დაგეხმარებათ რეტრო სტილის შემცირებაში, ხოლო შავი სახელურები შემატებს დრამატულ ელფერს. თუ შავი თქვენთვის ზედმეტად მკვეთრია, შეგიძლიათ მუქი ნაცრისფერი გამოიყენოთ, რომელიც იდეალურად ერწყმის ატმის ფუზს.
3. ჭერი – თუ ბინაში დაბალი ჭერი გაქვთ და გსურთ მაღალი გამოჩნდეს, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მისი ატმის ფუზის ფრად შეღებვა. ეს დაგეხმარებათ მაღალი ჭერის ილუზიის შექმნაში.
4. სხვადასხვა ფერი – ნარინჯისფერი ტონების მქონე წითელი ძალიან მოუხდება ატმის ფუზს, ამასთან ერთად, წითელი მომავალ წლებში ტრენდული იქნება. ასევე, ატმის ფუზი ლამაზად გამოიყურება ყვითელთან ერთად. ყვითელი განსაკუთრებით გამოგადგებათ ისეთ ოთახში, სადაც დაბალი განათებაა.
5. კედლები – კედლების შეღებვა ინტერიერში ახალი ფერის დამატების კარგი გზაა. დღესდღებოთ ტრენდულია ერთი კედლის განსხვავებულ ფერში შეღებვა, ასე რომ, შეგიძლიათ ატმის ფუზი მხოლოდ ერთი კედლის შესაღებად გამოიყენოთ, მაგალითად მისაღებ ოთახში. ამ ხერხით გამორჩეულ ინტერიერს შექმნით, რომელიც წამებში მიიქცევს ყურადღებას და ადამიანებზე შთაბეჭდილებას მოახდენს.
სითბო სახლის ინტერიერში
თბილ ტონებს აქვს უნარი გაანათოს და გაალამაზოს სივრცეები. თუ სიმყუდროვის შეგრძნებას ეძებთ უარი თქვის ცივ ნაცრისფერსა და თეთრზე, რომლებიც პოპულარული წინა წლებში იყოს. ატმის ფუზი სწორედ თბილ ტონებს იძლევა და სახლში სიმყუდროვეს ქმნის. აქსესუარებით და ფოკუსური წერტილების საშალებითაც შესაძლებელია ტრენდული ფერის ინტერიერში დამატება.
პალიტრის გაფართოება
მიუხედავად იმისა, რომ ატმის ფუზს 2024 წლის ტრენდებში მთავარი ადგილი უჭირავს გირჩევთ, არ შემოიფარგლოთ ამ კონკრეტული ფერით. ატმის ფუზთან ერთად ზემოხსენებული ფერების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ნაცრისფერი, ყავისფერი და წითლის სხვადასხვა ტონები. ეს ფერთა პალიტრა საშუალებას მოგცემთ იპოვოთ ტონი, რომელიც თქვენს პიროვნებას გამოხატავს და ადვილად ინტეგრირდება სახლის ინტერიერში.
ტექსტურების შერევა და დიდი ავეჯი
ბალიშებსა და ავეჯის გადასაფარებლებზე გამოიყენეთ სხვადასხვა ტექსტურა. ატმის ფუზის ფერი ხალიჩაც კარგი საშუალებაა ინტერიერში ტრენდული ფერის დასამატებლად. ძალიან ეფექტური იქნება ატმის ფუზის ფერი კარადა, დიდი ზომის კონსოლი, სამზარეულოს კარადა და თუნდაც მაცივარი.
წყარო:https://archi.ge