კვირა, ივნისი 8, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით

4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით

ზაფხულის სეზონი სიფერადესთან და სასიამოვნო შეგრძნებებთანაა დაკავშირებული, რაც ინტერიერზეც აისახება. საზაფხულო სივრცეები საზეიმო ემოციას იწვევს. ეს კი, პირველ რიგში, ფერებით მიიღწევა. სწორედ მათი დახმარებით იქმნება ის ატმოსფერო, რომელიც მნახველს პოზიტიურად განაწყობს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ ძირითად ფერებზე, რომლებიც საზაფხულო ხასიათს შეგიქმნით.

1.ღია ვარდისფერი

თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, დიზაინერები საზაფხულო ინტერიერის მოსაწყობად ღია ვარდისფერ ტონალობას ხშირად იყენებენ, როგორც აქცენტის, ისე წამყვანი ფერის სახით. ვარდისფერი აცოცხლებს, აფერადებს გარემოს და პოზიტიური განწყობა შემოაქვს სივრცეში. ამავდროულად, დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის და დასვენებასა და რელაქსაციას უწყობს ხელს.

4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით | შენი ინტერიერი

  1. მწვანე ფერი

მწვანე ტონალობა გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდთან ასოცირდება. ის ყველაზე მეტად ქმნის ბუნებასთან კავშირის განცდას და ინტერიერს ახალი ენერგიითა და სიცოცხლით ავსებს. ამავდროულად, მწვანე ფერს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და გონებას ასვენებს. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე კი მისი გამოყენება დეტალებისა თუ მთავარი ფონის სახით იდეალური გადაწყვეტილება იქნება.

4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით | შენი ინტერიერი

  1. ყვითელი

ყვითელსა და ოქროსფერ ტონებს შეუძლია ინტერიერში  მზის შუქისა და ბედნიერების განცდის შემოტანა. ცოცხალი, ენერგიული ხასიათის მისაღებად და სახლში საზეიმო, სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად ყვითელი აქცენტები კარგი არჩევანია. აღნიშნული ტონი შეგიძლიათ ავეჯის, აქსესუარებისა და დიზაინობიექტების სახით გამოიყენოთ და ოთახი ფერადი დეტალებით გაამდიდროთ.

4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით | შენი ინტერიერი

  1. მეტალისფერი

თუ თამამი, განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერის შექმნა გსურთ, დიზაინერები მეტალის ელემენტების დამატებას გვირჩევენ, რაც სივრცეს მდიდრულ და ელეგანტური იერს სძენს. ამავდროულად, ის საზაფხულო სეზონისათვის დამახასიათებელ ხასიათსა და საზეიმო განწყობას ქმნის.

4 ფერი ინტერიერში, რომელიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით | შენი ინტერიერი

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყაროhttps://www.homeis.ge/sazaphkhulo-pherebi-interiershi/

author avatar
SheniInterieri.ge
#drpkhakadze
READ  ბანიანი სახლი - ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები