პარასკევი, თებერვალი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და ქცევაზე. ფერი, განათება, დეკორაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენს კეთილდღეობასა და მენტალურ მდგომარეობაში. საერთაშორისო ფსიქოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან იმ გარემოსადმი, რომელშიც დიდ დროს ატარებენ. ამიტომ, საბავშვო ოთახის მოწყობისას, სასურველია ფერის ფსიქოლოგიის გათვალისწინება, რათა პატარებმა მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. დღევანდელ სტატიაში ის ძირითადი ფერები შევარჩიეთ, რომლებიც უმჯობესია ბავშვის ოთახის ინტერიერისთვის გამოიყენოთ.

1. თეთრთან მიახლოებული ტონები

ფსიქოლოგები გვირჩევენ, საბავშვო ოთახში ღია, ნეიტრალურ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან ისინი დამამშვიდებელ ეფექტს და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. მკვეთრმა ფერებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე და შფოთვისა და შიშის მიზეზი გახდეს. ბალანსის მისაღწევად, ცოცხალი და ამასთანავე მშვიდი გარემოს შესაქმნელად იდეალურია თეთრთან მიახლოებული ფერები, როგორიცაა — რძისფერი, სპილოსძვლისფერი, მკრთალი ვარდისფერი, რაც ოთახს სითბოს, მყუდროებასა და სიმსუბუქეს შემატებს.

 

ფსიქოლოგების რჩევები

 

2. ღია ცისფერი

საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ ღია ცისფერი ტონალობა დადებით ემოციურ გავლენას ახდენს ბავშვებზე, ანელებს აჩქარებულ გულის ცემას, ამცირებს სტრესს და მედიტაციურ ეფექტს ქმნის.  ამიტომ, უმჯობესია, მოერიდოთ მუქ ტონალობის, მაგალითად, ლურჯის გამოყენებას და უპირატესობა ღია პალიტრას მიანიჭოთ, რათა ოთახში თბილი და მშვიდი ატმოსფერო უზრუნველყოთ.

 

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები | შენი ინტერიერი

 

3. ღია მწვანე ფერი

გარდა იმისა, რომ ღია მწვანე ფერი იდეალური ვარიანტია გენდერულად ნეიტრალური ინტერიერის მოსაწყობად, მას საოცრად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, რაც ბავშვებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს და პოზიტიურად განაწყობს. ღია მწვანე ფერი დადებითად აისახება მენტალურ მდგომარეობაზე და სწავლაში კონცენტრაციასაც უწყობს ხელს. ამასთანავე, ბუნების ასოციაციას ტოვებს და თავისუფალი, ჰარმონიული გარემოს შექმნაში გვეხმარება.

 

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები | შენი ინტერიერი

 

4. ლავანდისფერი

საბავშვო ინტერიერში ღია ლავანდისფერი ხელს უწყობს რელაქსაციასა და სიმშვიდეს. ამავდროულად, ოთახში საზეიმო განწყობა შემოაქვს და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. გასართობ და სათამაშო ზონაში ლავანდისფრის გამოყენებით იდეალურ გარემოს მოაწყობთ და მასში ცოცხალ, ნათელ შტრიხებს შეიტანთ, რაც ბავშვის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.

READ  3 იდეა, როგორ მოვრთოთ ეზო საახალწლოდ

 

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები | შენი ინტერიერი

 

5. თბილი კრემისფერი და ნაცრისფერი

თუ დახვეწილი, მსუბუქი და გენდერულად ნეიტრალური ოთახის შექმნა გსურთ, უმჯობესია აქცენტი კრემისფერსა და ნაცრისფერ თბილ ტონებზე გააკეთოთ. ისინი საბავშვო ოთახს სიმშვიდესა და სისადავეს შესძენს და ხელს შეუწყობს დასვენებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.  ამასთანავე, კრემისფრითა და ნაცრისფრით ნეიტრალური ფონი იქმნება, რომელშიც, აქცენტის სახით, თავისუფლად შეგიძლიათ ფერადი, ცოცხალი ფერების ჩართვა, რაც საძინებლის ინტერიერს გაამდიდრებს და უფრო მიმზიდველს გახდის.

 

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები | შენი ინტერიერი

წყარო

#drpkhakadze

author avatar
SheniInterieri.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები