15/04/2021
9 თვის შემდეგ ამდენი ბავშვის ნათლია თუ გავხდი, ცუდად იქნება ჩემი საქმე! – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს და ამით ეხმაურება საკუთარვე მოწოდებას, რომ „ბავშვები უნდა აკეთონ“.
„ყველანი ძალიან ნერვიულობთ ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არის ძალინ კარგი დღე. მიულოცეთ მათ, ვინც გიყვართ. მოეფერეთ, უთხარით ტკბილი სიტყვა. ნუ გეშინიათ, უთხარით, რომ გიყვართ.
თუ თქვენ იმ ადამიანის გრცხვენიათ, ჩემი ლაივი გაუგზავნეთ – რომ ვთქვი, ვირუსის შემდეგ სპერმის ხარისხი არ არის კარგიო. ტრენდული რაღაც ყოფილა თბილისში და არა მარტო თბილისში. თუ სურთ სიყვარულის ახსნა გოგოსთვის, უგზავნიან ჩემს ლაივს – ნახე, ფხაკაძემ რა თქვაო, გოგოებიც აგზავნიან.
9 თვის შემდეგ თუ გავხდი ამდენი ბავშვის ნათლია, ცუდად იქნება ჩემი საქმე, მაგრამ პირიქით, დიდი სიამოვნებით, რაზეა საუბარი. თუ ჩემმა პატარა ხუმრობამ კარგ ხასიათზე დაგაყენათ და გიბიძგათ, რომ გაამრავლოთ ქართველი ერი და ჩვენმა დემოგრაფიულმა საკითხმაც წინ წაიწიოს, გამლანძღეთ, ასეთ ლანძღვას ავიტან. ერთმა ადამიანმა თუ გაიღიმა და კარგ ხასიათზე დადგა, ანუ ხუმრობამ იმუშავა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil