26/08/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ორჯერადად ვაქცინირების შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.
ფხაკაძემ დეტალურად განმარტა, როგორ მოქმედებს ვაქცინა ინფიცირების შემთხვევაში.
„ადამიანი, რომელიც იცრება, 100%-ით დაცული არ არის ვირუსის შეყრისგან. მე ვარ 45 წლის, 2 კვირაა, რაც ფაიზერის მეორე დოზით ავიცერი. ჩემი დაცულობა კიდევ 5 თვე არის 75%, ანუ 25% მე შეიძლება დამემართოს კოვიდი. ამ 25%-დან 98% შანსია, რომ კოვიდი თუ დამემართება, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე გავივლი. 25%-დან 2% შანსია, რომ მე კლინიკაში ამოვყო თავი.
თუ ინფიცირების პროცესი რთულად წავიდა და სხვა ორგანოები დააზიანა, შეიძლება მეც გარდავიცვალო. ძალიან ბევრი ახალგზარდა, ჯანმრთელი ადამიანი გარდაიცვალა 13 დღეში, ვერაფერი უქნეს. ორჯერ აცრილი ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, რადგან 100% ვერაფერი იცავს.
თუ ადამიანი 20 წლისაა, იმის შანსი, რომ კოვიდი დაემართოს 15%ია. თუ ადამიანი 80 წლისაა, შანსი, რომ კოვიდი დაემართება, 35%-ია. რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, ხარ მით უფრო დაცული“, – განაცხადა ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil