პარასკევი, ნოემბერი 1, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირას ამბობდა გიორგი ფხაკაძე პანდემიის დაწყებისას და რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ნეგატივი...

რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე პანდემიის დაწყებისას და რატომ გამოიწვია საზოგადოების ნაწილში ნეგატივი მის

01/06/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ლაივ- ჩართვებში ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.


ბოლო პერიოდში, ვაქცინების შესახებ მისმა საუბარმა საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საზოგადოების ნაწილი ნეგატიურად იღებს იმ ინფორმაციას, რასაც გიორგი ფხაკაძე ვაქცინების ხარისხზე ავრცელებს.


„პრაიმტაიმი“ შეეცდება გიორგი ფხაკაძის დახმარებით ახსნას, თუ რას გულისხმობს გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, როცა ამბობს სიტყვას “არ ვარგა”.

თუმცა, მანამდე გთავაზობთ გიორგი ფხაკაძის პირველ სატელევიზიო ეთერს, სადაც ის პანდემიის განვითარების საფეხურებს პროგნოზირებდა.

2020 წლის აპრილში გაეროს გენმდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანდა.

ჯერ კიდევ მაშინ, ექსპერტი ამბობდა, რომ საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩებოდა.

„ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის“,- ამბობდა ფხაკაძე.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ექსპერტის თქმით, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ.

„ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


კითხვაზე, რას ნიშნავს მეორე ტალღა და რატომ იქნება უფრო მძიმე, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხალხის გადაღლა იქნება, რომლებსაც გარეთ გასვლა მოუნდებათ.

„ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. აქედან გამომდინარე იქნება დამოკიდებულება „მე კარგად ვარ არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა“ – ამბობდა გაეროს გენმდივნის მრჩეველი.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპამდე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ეს მომავლისთვის არ არის საკმარისი.

„ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნავდა ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი და დიდი ეპიდაფეთქების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდება ეპიდემიას.

„ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე,მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ იყო ერთი პროექტი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“ , – აღნიშნავდა გიორგი ფხაკაძე.

ცნობილია ისიც, რომ გიორგი ფხაკაძე თავადაა ჩართული ვაქცინების ხარისხის შეფასებაში.

მას შემდეგ რაც, საქართველოში ვაქცინების შემოტანის შესახებ გახდა ცნობილი, გიორგი ფხაკაძემ მათ შემადგენლობაზე, ეფექტურობასა და რისკებზე დაიწყო საუბარი.

ვიდეო მიმართვის დროს, პროფესორი ამბობს, რომ ფაიზერის, მოდერნას ვაქცინა კარგია… რასაც არ ამბობს სინოფარმზე.

საქმე იმაშია, რომ ფხაკაძე ლაივ-ჩართვების დროს არასდროს იყენებს სამედიცინო ტერმინებს, ცდილობს მის მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია გასაგებ ენაზე.

მაგალითად, როცა ამბობს არ ვარგა, არგუმენტად მოჰყავს შემდეგი ფაქტი: არ გიცავს სრულად ინფიცირებისგან, თუმცა ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანი ამ ვირუსს გადაიტანს მსუბუქად.

როცა ამბობს, რომ კვლევების მიხედვით, ეფექტურობა დაბალია, არგუმენტად მოჰყავს უცხოური წყაროები, რომელიც სპეციალისტების მიერ არის დამტკიცებული.

როცა ამბობს, რომ აიცრან ფაიზერით, ის საუბრობს მეცნიერული სიზუსტით.

მისივე თქმით, არ იქნება სწორი, თუ იქნება ჩუმად, რადგან მისი პროფესია ხარისხის კვლევაა, მისი მოვალეობა სწორედ ისაა, რომ ისაუბროს სიზუსტით, დეტალებზე და არა მხოლოდ “ხალხის გულის გასახარად“.

მას შემდეგ, რაც გიორგი ფხაკაძემ ვაქცინებთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპერტი ანტივაქცერია, ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი განცხადებები გადაჭარბებულია. ნაწილი კი მასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს:

თავად ფხაკაძე კი „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.


„კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.

ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.

ფხაკაძე ჩინური ვაქცინის შესახებ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ: „100% სიკვდილობისგან იცავს; 96% რეანიმაციული განყოფილებისგან იცავს

მოგზაურობის მოყვარულთათვის კი ტრადიციულ რჩევებში ვაქცინებზე საუბრობს და ამბობს, რომ პირველი ივლისიდან ამოქმედდება ევროპული კოვიდ სერტიფიკატის ელექტრონული სისტემა.

თუ დააპირებთ სამოგზაუროდ წასვლას ევროკავშირი აღიარებს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer/BioNTech, (ფაიზერი); Moderna, (მოდერნა); Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა); Johnson & Johnson (ჯონსონი)

ვინც აპირებთ ჩინეთში დასვენებას, გირჩევთ: ჩინური ვაქცინით აიცრათ. ასევე ჩინეთი აღიარება უკვე ფაიზერს, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებს.

“the Chinese embassy in the United States confirmed on April 20 that travelers with confirmed history of vaccines from Pfizer-BioNTech, Moderna and Johnson & Johnson vaccines would also be eligible.”

რუსეთში სამოგზაუროდ რუსული ვაქცინები ალბათ გამოგადგებათ: Sputnik V, EpiVacCorona, CoviVac

ექსპერტი აქვე დასძენს, რომ მნიშვნელობა არ არის რომელ ვაქცინას გაიკეთებთ.

„გაიკეთებთ სამედიცინო პირბადე მაინც ყველაზე მაგარია, ყველგან უნდა გამოიყენოთ”.

რაც შეეხება მის პროგნოზებს, რომელსაც აანონსებდა და ახდა. გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ დეკემბერში აანონსებდა, რომ მესამე ტალღა იქნებოდა.


„მე დეკემბერში ვთქვი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მაისის მესამე კვირას კი ყველაფერი გამოსწორდებოდა და საწოლები იქნებოდა თავისუფალი.

4 დეკემბერს ვთქვი და ახლა წინასწარმეტყველების მედალი უნდა მოვითხოვო. მაგრამ ეს არ არის წინასწარმეტყველება, ეს არის მეცნიერება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი კორონავირუსისმეოთხე ტალღას საქართველოში სექტემბრის ბოლოს აანონსებს.

„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება.

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ესაა რეალობა და ვერ ავცდებით.

ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი. შესაბამისად, მოეზმადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ ფეისბუკის პირდაპირ ჩართვაში.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა მაინც ის არის, როდის დამთავრდება კოროვირუსისპანდემია. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.


„კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში.

„ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა. ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.

უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ 19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.

ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.

პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა. საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით. მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მიმდინარე წლის მარტში გიორგი ფხაკაძემ თქვა, რომ განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქვე, უახლოეს წარსულში ეპიდემიოლოგებისანაზღაურებაზე გაავლო პარალელი.

„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი. და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს “ჩემპიონებზე“… ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!“,- აღნიშნავს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ras-ambobda-giorgi-fkhakadze-pandemiis-datskebisas-da-ratom-gamoitsvia-sazogadoebis-natsilshi-negativi-misma-simartlem


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

კოპენჰაგენის 9 საუკეთესო მაღაზია

31 October, 2024
“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

“კონსილიუმ მედულას”  ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი თამარ  კახნიაშვილი ონკო-ფსიქოლოგიის 25-ე საერთაშორისო კონგრესზე

ოქტომბერი 31, 2024
რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის ” დღის ამბები 31 ოქტომბერი

31 ოქტომბერი 2024
ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ერთადერთი მამაკაცი საქართველოში, რომელმაც “ვეფხიტყაოსანი” ზეპირად იცის

ოქტომბერი 31, 2024
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ – მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

31 ოქტომბერი 2024
საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

საუკუნოვანი ისტორიის მქონე “კუკუშკა” – ბორჯომ-ბაკურიანის სიამაყე …

ოქტომბერი 31, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2024
რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

რიყის პარკი – თბილისის ბუნებისა და კულტურის ცენტრი

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები