12/05/2021
პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმს“ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან
პანდემიამ, უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ვერაგი ვირუსით, საფრანგეთში, რამდენიმე ჩემი მეგობარი გარდაიცვალა. ძალიან საზიზღარი ვირუსია, გართმევს, როგორც საუკეთესო ადამიანებს, ასევე მოძრაობის, შემოქმედების და თავისუფლეის შეგრძნებას, ამბობს ფხაკაძე.
მან ასევე ისაუბრა ვიდეოჩართვებზე, რომელსაც ყოველდღიურად სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის აკეთებს.
„ეს ხალხი, რომ არა, ამდენ ვიდეოს, ნამდვილად არ გავაკეთებდი. რაც მე ბულინგი, დედის გინება, პირადი შეურაცხყოფა მაქვს გადატანილი! ვერ ვხვდები, რა შუაშია დედის გინება, თან პირადში რომ გწერენ, საშინელებაა – რატომ აკეთებთ ამას?
როცა ვხედავ, რომ ასი ათასობით ადამიანი მიყურებს, მისმენს და მიკომენტარებს, არ შემიძლია, არ ვუპასუხო. ვიღაც ვიგინდარების, გაუნათლებელი, კომპლექსიანი, ადამიანების გამო, 99,9% -ს უარი ვუთხრა? ერთი მწერდა – შენ ეს, ალბათ ვიღაცამ დაგავალაო.
ასეთ ადამიანს, ვერც წარმოუდგენია, რომ ამ ყველაფერს, მხოლოდ ხალხის გამო ვაკეთებ. როცა ადამიანი ფსიქოლოგიურად მონაა, მას ყველა მონა ჰგონია. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, თუ შენ მართლა გულწრფელად გაინტერესებს, როცა ჩემზე წერ, შემეკითხე და გიპასუხებ.
ჩემს სახელს, ბევრი პოპულარიზაციისთვის იყენებს, განსაკუთრებით იმ დროს, თუ რეიტიგი დაუვარდებათ. როცა ლაივს ვრთავ, 10 000 ადამიანი მიყურებს, ესეც ხომ პასუხისმგელობაა, ზოგჯერ 600-700 000 -მდე ნახვა აქვს. დადგმული სცენარით და დაწერილი ტექსტით არ ვსაუბრობ. რაც ვიცი, იმას ვამბობ.
თუ შემეშალა რამე, ბოდიშს ვიხდი-ხოლმე, არ არის პრობლემა. 200 -ზე მეტი ვიდეო მაქვს უკვე დადებული. დიაბეტზე რომ გავავრცელე ინფორმაცია, გაგიჟდნენ. მე ვიცი რასაც ვამბობ, თუ რამე შემეშალა, პატიებას ვითხოვ.
ერთხელ სიტყვა ინვალიდი გამოვიყენე და როგორ მლანძღეს, არ იცით. ამაზეც ბოდიში მოვიხადე – შშმ პირები უნდა მეთქვა, მეტი რა ვქნა. ისეთ ინფორმაციას ვამბობ, რაც იმ პერიოდისთვის მნიშვნელოვანია. ზოგჯერ, ერთი წლის წინ გავცელებულ ინფორმაციებს მიხსენებს, არადა ამ ერთ წელიწადში, უამრავი რამ შეიცვალა.
ვირუსი ახალია, რაც ადრე ვიცოდით, დღეს მეტად განვვითარდით და მეტი ინფორმაცია გვაქვს. ის კვლევები, რაზეც ვსაუბრობდი, ყველაფერი ახდა. ვამბობდი, რომ მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში, მეოთხეს – სექტემნერში უნდა ველოდოთ. ეს ჩემი გამოგონილი არ არის – მათემატიკა და ფიზიკაა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil