05/04/2021
“ვაქცინაცია იცით რას ნიშნავს? როცა 4 მილიონი ვაქცინა შემოვა. ხედავთ ოთხ მილიონს?,, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი “ჩაწყობით” მიმდინარეობს.
“მთელი უბედურება ის არის, რომ ამდენი ვაქცინა ფიზიკურად არ არის. 200 ვაქცინიდან 3-მა მიიღო მარტო პრე-აკრედიტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ არაუშავსო, მაგრამ გადასარევი არცერთი არ არის, ყველა არის კვლევის სტადიაში. რისკები, რა თქმა უნდა არის, ბრიტანეთში კი რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღე კოვიდისგან ადამიანი არ გარდაცვლილა.
გაიხსენეთ, მე რომ გითხარით, ჩაწყობიბით იქნება ვაქცინები-მეთქი, ყველაზე მეტად ვინც ბღავის არ მინდა ვაქცინა, პირველებმა იმათმა დაიწყეს ვაქცინის გაკეთებაზე “ჩალიჩი”. ასეთი რაღაცებია, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, შეიძლება შეცდე, მაგრამ განზრახ როცა აკეთებ ასეთ რაღაცას უნდა დაისაჯო”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil