21/03/2021
პროფესორი გიორგი ფხაკაძე პოლიტიკოსებს, რომლებიც აქციის მომხრეები არიან, მწვავედ აკრიტიკებს.
„ეშმაკობას გასწავლით, 2-მეტრიანი დისტანციით რომ გააკეთო მიტინგი, რა მოხდება იცით? თუ 100 კაცს მოიყვან, გეგონება, რომ 2 000 კაცია მოსული და ვიდეოს დრონით რომ გადაიღებ, უფრო მეტი კაცი გამოჩნდება. პოლიტ-კორექტურობაც უნდა გასწავლოთ? თქვენს პატრონს, უბედურს.
არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, რომ მიტინგს მოაწყობს, არ არის სახალხო პარტია, ესენი არიან ოფიციალური მკვლელები. აპრილის მესამე კვირაში უნდა იყოს მესამე ტალღა, მაგრამ თქვენ ხელს უწყობთ დაჩქარებაში. თქვენ, პოლიტიკოსები თუ რამეში ვერ მორიგდით, მე რა შუაში ვარ, მე ვარ მოქალაქე. ვინმე ფიქრობს ხალხზე? რა დროს მიტინგია ხალხო“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვაში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil