13/03/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის პირველი პარტიის საქარველოში შემოტანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფხაკაძე ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პირდაპირ ეთერში ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხალხთან ერთად ხართ; ველოდები,რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ
პოლიტიკური სპექტრიდან:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრთა კაბინეტის წევრები;
ჯანდაცვის სფეროდან:
ჯანდაცვის მინისტრი;
ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა;
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.
ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!! სიტყვებიდან საქმეზე გადადით!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, დღეს, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil