29/01/2021
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართელოს მალტას დახმარებით უფასო ვაქცინის მიღება შეუძლია, “ფეიკნიუსს” უწოდებს.
გიორგი ფხაკაძის თქმით, მალტას არათუ სხვისთვის უფასოდ ვაქცინის გადაცემის საშუალება არ აქვს, არამედ დამატებით ყიდულობს ვაქცინას სხვადასხვა მწარმოებლებისგან, რადგან შიშობენ, რომ არ ეყოფათ.
“მალტიდან ჩამოტანილი ვაქცინა, ხომ იცით, რომ ეს არის “ფეიკნიუსი”, ბატონი მიხეილ შეცდომაში შეიყვანეს, ალბათ. მე გეტყვით ინფორმაციას, რა ხდება მალტასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, მალტა არის ევროკავშრის ქვეყანა. ევროკავშირმა მიიღო ვაქცინაციის პროგრამა, ეს არის ერთიანი გადაწყვეტილება თუ როგორ განხორციელდეს ვაქცინაცია მთელს ევროპაში.
ამასთან, მალტამ “მოდერნიდან” შეიძინა 100 000 დოზა, ასევე “ფაიზერიდან” შეიძინა 670 000 დოზა, ასევე მალტამ “ასტრაზენეკიდან” შეუკვეთა 1 მლნ დოზა. პრობელმები შეიქმნა “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის, შესაბამისად მიხვდნენ, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ვერ ჩამოვა და არ ეყოფათ ვაქცინები და დამატებით 80 000 დოზა “მოდერნას” ყიდულობენ.
ახლა კითხვაა მარტივი, თუ დღეს მალტა ყიდულობს 80 ათას “მოდერნას” აქცინას, რადგან შიში აქვს რომ ვაქცინ დააკლდება, საიდან ექნებათ ვაქცინა, რომ საქართველოს კი არა, ვინმეს მისცენ”, – განაცხადა ფხაკძემ.
როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ვაქცინა უფასოდ – სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს მთავრობას
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil