25/01/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საუბარი შეზღუდვების 2 თვეში მოხსნაზე ხალხის მოტყუებაა, რადგან 2023 წლამდე კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს.
“ერთადერთი რაც არის სწორი ნაბიჯი, ეს არის ღია, გამჭვირვალე საუბარი მოქალაქეებთან, არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, ორ თვეში გაიხსნება ქვეყანა, არ გაიხსნება, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს და საკუთარ თავს. ჩვენ ვიცით, რომ 2023 წლამდე ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ცხოვრება. ერთადერთი გამოსავალი არის ვნახოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში”, – აგნაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველზე”.
ფხაკაძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადის მოხმარებაა და აუცილებელია მათი მოხმარება სავალდებულო იყოს.
„სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. თუ ეს სამი პირობა არის, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ გაიხსნას.
სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან საშიშროება მუდმივად არის. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი რეგულაციების დაცვით.”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის” ეთერში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil