24/01/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი დაპირებებია, რომლებიც ვაქცინაციას ეხება.
მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მოსახლეობას არ უნდა ველაპარაკოთ, როგორც პატარა ბავშვს, რომელმაც არაფერი არ იცის. მოსახლეობას გულღიად უნდა ველაპარაკოთ სიმართლე, უნდა იყოს გამჭვირვალობა“, – განაცხადა ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil