14/01/2021
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია.
ფხაკაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქე ინდივიდუალური ელექტრონული ბარათებით, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.
“უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.
სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული მაგრამ არ გაკეთებულა”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” საუბრისას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil