26/12/2020
სააფთიქო ქსელებმა პირბადეებზე ფასი დაუწიეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველა მათგანს. მაგრამ ახლა საუბარია ხარისხიან პირბადეზე. მხოლოდ ხარისხიანი პირბადე დაგვეხმარება ჩვენ, რომ წინ წავიდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
გიორგი ფხაკაძემ ტერმინი „ფხაკაძის პირბადეც” განმარტა და განაცხადა, რომ მასში ხარისხიანი სამედიცინო პირბადე იგულისხმება და არა ელიავას ბაზრობაზე ნაყიდი პირბადე, რომელიც მხოლოდ მშენებლობაზე შეიძლება გამოვიყენოთ და კორონავირუსისგან არ დაგვიცავს.
„რაც დავინახე პირბადესთან დაკავშირებით… მოკლედ, უკვე დაინერგა ტერმინი „ფხაკაძის პირბადე”… აი, აქ მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პირბადეზე, ალბათ ხარისხიან პირბადეზე ვილაპარაკებთ… ზოგი ფარმაკომპანია კარგ პირბადეს ყიდის, ზოგი არც ისე, ზოგი კი საერთოდ არ ვიცი რას ყიდის. შესაბამისად თქვენი დახმარება ჭირდება. ასე ვთქვათ, ერთობრივი ძალებით… ესეთი წინადადება მაქვს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ პირბადეზე, ვგულისხმობთ სამედიცინო პირბადეს, იქ ცოტა ტექნიკური საკითხებია, მაგრამ აფთიაქში უნდა იყიდებოდეს სამედიცინო პირბადე და არა აფთიაქში არასამედიცინო პირბადე. ეს ნორმალური ამბავია.
როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ არის „ფხაკაძის პირბადე” და არის ელიავას ბაზრობის პირბადე, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული მშენებლობაზე. მოდი ასე დავლაგდეთ, რომ გვექნება ორი პირბადე, მოკლედ ძალიან რთულია ამაში გარკვევა. ვკითხოთ ამ აფთიაქებს ან გააკეთონ „ფხაკაძის პირბადე” და თუ აფთიაქებს აქვთ პრობლემა და სტანდარტებთან დაკავშირებით მაშინ მე მათ დავეხმარები. გადავუგზავნი ყველა დოკუმენტს და ნახავენ თუ როგორია სამედიცინო პირბადე”, – აცხადებს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil