ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითუ გავიხსნებით 24-ში, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, გაქრება რამდენიმე დღეში – გიორგი...

თუ გავიხსნებით 24-ში, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, გაქრება რამდენიმე დღეში – გიორგი ფხაკაძე

21/12/2020

თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც გვაქვს, დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში, – ამის შესახებ პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ 24-ში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდება, ვირუსი ისევ გავრცელდება “ორმაგ და სამმაგ ფასს გადავიხდით”.

“მთელი უბედურება არის ის, რომ ამ ვირუსმა არც დაბადების დღე იცის, არც ახალი წელი, არც დილა და არც საღამო. ის ვრცელდება მაშინ, როდესაც მისცემ საშუალებას. თუ ჩვენ გავიხსნებით 24-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველა ის ქვეყანა, ვინც ნაადრევად გაიხსნა, გადაიხადეს ორმაგი და სამმაგი ფასი.

შესაბამისად, საქართველო არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ დავინახეთ შედეგი ჩაკეტვის. დავინახეთ, რომ ჩაკეტვამ შედეგი მოგვცა. კი, ბოლომდე ჩაკეტვა არ იყო, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსნებით, ის მონაპოვარი, რაც მოვიპოვეთ, ეს დაიკარგება და გაქრება რამდენიმე დღეში,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-gavikhsnebit-24-shi-is-monapovari-rats-gvaqvs-gaqreba-ramdenime-dgheshi-giorgi-fkhakadze/



READ  „დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმით...“ - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები