შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიკოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები – გიორგი ფხაკაძე

კოვიდის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს გაფანტულობა და მახსოვრობის პრობლემები – გიორგი ფხაკაძე

16/11/2020

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ვირუსმა შესაძლოა დატოვოს ადამიანში გვერდითი ეფექტები, მათ შორის გაფანტულობა და პრობლემები მახსოვრობასთან.


„ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან – პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ, 30 წუთის განმავლობაში.

ახლა ნუ გადატვირთავთ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ყველაფერი რომ გადაივლის, მთლიანი გამოკვლევები ჩაიტაროთ. სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kovidis-gverditi-efeqtebi-sheidzleba-ikos-gafantuloba-da-makhsovrobis-problemebi-giorgi-fkhakadze/


READ  ქართველი ფლორისტის რჩევები საფრანგეთიდან "შენი ინტერიერის" მკითხველისთვის - ბლოგი, რომელიც შენთვის დაიწერა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები