02/10/2022
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„კოვიდის ომიკრონის BA.5 “შვილმა” ამოყო თავი. ბოლო 2 კვირაა, ყოველი მე-5 ინფიცირებული ამერიკაში უკვე BF.7-ის (BA.5.2.1.7 ეს მისი გრძელი სახელია) მსხვერპლია…
ნოემბრის პიკს რომ გადავივლით, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტიც მოგვისწრებს BF.7, თან სეზონური გრიპის თანხლებით,
რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:
საკმაოდ სწრაფად ვრცელდება
სავარაუდოდ, ზოგიერთი კოვიდ წამალი ვეღარ იმუშავებს ამ ვარიანტით დაინფიცირებულ პაციენტებზე.
ჯერჯერობით არსებული ახალი (ომიკრონის) ვაქცინის ეფექტურობა კარგია, მაგრამ საქართველოში ეს ვაქცინა მაინც არ არის და არც იქნება, სავარაუდოდ.
რა უნდა ქნათ:
აიცერით გრიპის ვაქცინით
აიცერით ახალი კოვიდის ომიკრონის ვაქცინით
გამოიყენეთ “ფხაკაძის” პირბადე“,- წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil