ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტ-მრჩეველი გახდა

გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტ-მრჩეველი გახდა

08/08/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ტრადიციულად ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ვირუსებისგან შექმნილ ვითარებას. პროფესორი გასცემს რეკომენდაციებს და და საზოგადოებას ისევ აქტიურად მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.


აქვე, გიორგი ფხაკაძე პირადი ცხოვრების შესახებ გამომწერებს სიახლეს უზიარებს და ამბობს, რომ პირველი აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე გუნდს შეუერთდა.


„ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ. 1-ლი აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და ვარ ამ ორგანიზაციის კონსულტანტ-მრჩეველი. ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, მალე ამაზე უფრო დეტალებში მოგიყვებით. 15 დღის შემდეგ ჟენევაში მივდივარ“,- ამბობს გიორგი ფახაკაძე.


დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში, ბოლო დროს განვითარებულ ფაქტებს ეხმიანება.


„ახალი მინისტრის პირობებში ჯანდაცვის სფეროში გარკვეული საინტერესო ცვლილებები ხდება. თუნდაც ის, რომ მინისტრმა განაცხადა, 1 მილიარდი სადღაც დაიკარგაო, ეს ბევრმა სწორად ვერ შეაფასა, მაგრამ ეს გაბედული და სწორი განცხადება იყო. ასევე ის, რომ ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, მისასალმებელია. დიდი ხნის უკან იყო ეს გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ მინისტრი ნელა, მაგრამ სწორი გზით მიდის.


ასევე საინტერესოა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების კუთხით გარკვეული ძვრები დაიწყო.8.ცოტა ხნის წინ საჯარო წერილით მივმართე ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით. გუშინ საჯაროდ მივიღეთ ძალიან კარგი და მკაფიო პასუხი: მთავრობა დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას 2025 წლიდან. პრაქტიკულად, მინისტრი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მე არ ვიცი, შემდეგში ვინ რას ურჩევს, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.


შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის იდეის განხორციელება 2020 წელს წამოვიწყე და ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო ფრანგული ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, აკრედიტაცია, ხოლო 40-მა განაცხადი შემოიტანა. როცა ეს პროცესი წამოვიწყე, ყველა მეუბნებოდა, გიორგი, ფანტაზიორი და მეოცნებე ხარ, აკრედიტაცია საქართველოში არასდროს იქნებაო.


დრომ საპირისპირო აჩვენა. ახლა ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დააფიქსირა, აკრედიტაციის განხორციელება არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა. მე, როგორც ერთი ადამიანი, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი მოსაზრება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში დაეხმარება, პრაქტიკაში დაინერგება. დიდი მადლობა რეგულირების სააგენტოს – როცა საქართველოში ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დაწვრილებით გავიარეთ ეს საკითხი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, პრაქტიკულად ეს არის იმ შეხვედრის შედეგი. ის სტრატეგია, რაზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, სახელმწიფომ მიიღო“,- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-jandatsvis-msoflio-organizatsiashi-konsultant-mrcheveli-gakhda


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები