07/08/2022
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ნოემბერი მძიმე იქნება.
„სამწუხაროა, კოვიდის მაგალითზეც რომ არ ვსწავლობთ. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი უკვე 28,847 ადამიანს ოფიციალურად დაუდასტურდა და უკვე 6 დადასტურებული სიკვდილი არის რეგისტრირებული. რამდენია არარეგისტრირებული, ეს კიდევ სხვა საკითხია. შემოდგომა (ნოემბერი) იქნება მძიმე – კოვიდი + მაიმუნის ყვავილის ვირუსი + სეზონური გრიპი. ისე, რომ დაფიქრდეთ, ყველა ამ უბედურების წინააღმდეგ გვაქვს ვაქცინები და ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ თავი და მაინც ჯიუტად თავს ვიტყუებთ…
რატომ ? აიცერით, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს …“, – წერს ექსპერტი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil