26/07/2022
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობად გამოცხადებას გამოეხმაურა:
„ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.
მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში:
ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და
დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).
ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს მაგრამ არსებული ვაქცინა და ის არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად უკვე დადასტურდა არა ერთ ათეულ ქვეყანაში. ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.
ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:
მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს.
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.ეს ვირუსი პირველად, 1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, – წერს ფხაკაძე
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil