08/05/2022
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გავრცელებული ახალი ტიპის ჰეპატიტზე სოციალურ ქსელში საუბრობს.
“ბავშვებში გავრცელებული ახალი უცნობი ჰეპატიტი – ბოლო მონაცემები!
300 ბავშვი (109 ამერიკაში, 160 ბრიტანეთში) 20 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.
სამწუხაროდ,დაინფიცირებული ბავშვების:
90% ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.
ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს გადაუნერგეს ღვიძლი.
ძირითადად 5 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან.
ათამდე ბავშვი გარდაიცვალა (5 ამერიკაში, 1 ბრიტანეთში, სხვა მოგვიანებით დადასტურდება)
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
სავარაუდოდ ეს “AAV-2” ადენო ვირუსია, ასევე “F41” ვირუსსაც ვარაუდობენ,
არაა დადასტურებული, მაგრამ, სავარაუდოდ, დაინფიცირება შეინიშნება შინაური ძაღლებიდან, ვინაიდან თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა შეხება ძაღლებთან.
ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში 2021 წლის ოქტომბრიდან და უკვე 8-9 კვირაა (2022 წლის აპრილის დასაწყისიდან) უფრო გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი და გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.
პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.
გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია!არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი!დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil