18/03/2022
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს.
მისივე თქმით, კოვიდი არსად წასულა და დაწყებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა.
„კოვიდი ისევ მოდის… სამწუხაროდ, ისევ დაიწყო …. ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიწყო კოვიდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ვარიანტებზე საუბარმა უკვე აზრიც დაკარგა. აზიაში და ჩინეთში რაც ხდება, გუშინ დავწერე… რატომ ?! ვიჩქარეთ… ძალიან ვიჩქარეთ რეგულაციების მოხსნა… ვაქცინები არ გვინდაო, ახლაც გამოდის “ბრძენი” ხალხი, რუსული პროპაგანდა კი კიდევ მუშაობს – „ფაიზერი/მოდერნა დასვლური ვაქცინა არისო” და ამას ემატება ნაყიდი ვაქცინაციის საბუთების “ეფექტურობა”.
დიახ, ბევრი ყალბი საბუთია …სამედიცინო პირბადე არ გვინდა, “დავიღალეთო”… დისტანცია – რას ლაპარაკობ, ხომ უნდა გადაგკოცნო, დიდი ხანია, არ მინახიხარ …. რა ვიცი… ვიცი, ყველა დაიღალა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე ….
ნუ იღლებით და აიცერით 3 დოზა „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, და დაიცავით დისტანციარამდეჯერ უნდა გითხრათყველა,, ბოდიში და იდიოტს, შარლატანს, გაუნათლებელს (ყველა გაგებით), აფერისტს (თქვენზე ფულს რომ აკეთებენ) უსმენთ და მეცნიერებს არ უსმენთ… რა ენაზე უნდა გითხრა არ ვიცი … ქართულიც ვისწავლე ამასობაში, მაგრამ თქვენამდე მაინც არ დადის …. რა ვიცი…. მითხარით, რა ენაზე უნდა გესაუბროთ. მგონი, ყველაფერი ვცადე, გამომრჩა რაიმე?
თუ კოვიდის არ გჯერათ, რა ვიცი, ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ… დაელოდეთ, ის მოდის… დიახ, საქართველოსკენაც მოდის … პრინციპში, არც არსად წასულა.
ჰიპოტეზების მოყვარულებს ვურჩევ, ან წიგნი გადაშალეთ, ან უნივერსიტეტში შესაბამის ფაქულტეტზე ჩააბარეთ სასწავლებლად, იქნებ რაიმე ისწავლოთ … დამღლელია რა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/kovidi-isev-modis-samtsukharod-isev-daitsyo-giorgi-fkhakadze