28/02/2022
ხვალ გაიგებთ უპრეცედენტო ამბავს შვეიცარიიდან (გადაწყვეტილება დღეს მიიღეს), – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ასეთ რამეს შვეიცარიელებისგან არავინ ელოდა. მსოფლიო შეიცვალა. 2022 წლის 28 თებერვალი იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისის თარიღი. დაიმახსოვრეთ. რუსეთმა წააგო ომი. უკრაინამ უკვე მოიგო,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
ცნობისთვის, ნეიტრალური შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს შეუერთდება და რუსულ აქტივებს გაყინავს.
სავარაუდოდ, გიორგი ფხაკაძეც ამ ამბავს გულისხმობს
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil