30/01/2022
„კოვიდი არ არის სეზონური გრიპი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კოვიდი კლავს, როგორც დელტა ასევე ომიკრონის შტამი.
„კოვიდი კლავს, დიახ, დელტაც და ომიკრონიც კლავს ბრიტანეთში ვხედავთ, რომ სიკვდილიანობა არის მაღალი და, დიახ, ეს უკვე ომიკრონის სიკვდილიანობაა პირდაპირი, ირიბი და ასე შემდეგ, ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სიკვდილიანობაზე.
სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, ბრიტანეთშიც არის ასეთი “ბრძენი ხალხი”, ძირითადად, პოლიტიკოსები და მათთან აფილირებული ექიმები/ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ “ომიკრონი არის დასასრულის დასაწყისი”.
ბოდიში, სტატისტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს, 2022 წლის 25 იანვარს ბრიტანეთში იყო სიკვდილიანობის პიკი (439), რომელიც ბრიტანეთში არ ყოფილა 2021 წლის 24 თებერვლიდან დღემდე(442 გარდაცვლილი). საქართველოში კი უფრო საგანგაშოდ არის საქმე, ვინაიდან ქვეყანა აუცრელია და შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ხომ საერთოდ უკონტროლოა. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია და აიცერით ბუსტერით დროზე… ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil