19/01/2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 54 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4 500.
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება და წერს, რომ დღევანდელი სტატისტიკა შემაშფოთებელია.
8728 – არ ვიცოდი რომ „დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება. პირბადე მაინც გაიკეთეთ სანამ ეს “დასასრული” თავზე არ დაგადგათ…
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil