კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგივორქშოფი „ქირურგიის საფუძვლები - ასეპტიკა/სტერილობა“. (SIGA-ს მე-3 ვორქშოფი)

ვორქშოფი „ქირურგიის საფუძვლები – ასეპტიკა/სტერილობა“. (SIGA-ს მე-3 ვორქშოფი)

20/01/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2017 წლის 20 იანვარს აიეტის ქირურგიის ინტერეს ჯგუფის (SIGA) მიერ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორქშოფი „ქირურგიის საფუძვლები – ასეპტიკა/სტერილობა“.


აღნიშნული ღონისძიება იყო რიგით მესამე SIGA-სთვის. ის შედგებოდა ორი – თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. ვორქშოფი გრძელდებოდა 5 საათი და მონაწილეობა მიიღო 53-მა სტუდენტმა. ვორქშოფი გაიხსნა ლექციით რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:


„ძირითადი ნაბიჯები აშშ-ს რეზიდენტურაში მოსახვედრად“ და „ქირურგიული საფუძვლები – ასეპტიკა/სტერილობა“. ლექციას უძღვებოდა SIGA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ალექსანდრე ასათიანი.


ლექციის შემდგომ, სტუდენტები განაწილდნენ ჯგუფებად და თანმიმდევრობით გაიარეს პრაქტიკული ტრენინგი ქირურგიულ უნარებში – ქირურგიული ხელის დაბანა (უძღვებოდა ალექსანდრე ასათიანი, ასისტენტი – მარიამ ჯოჯუა და ავთანდილ ქოჩიაშვილი), ხელთათმანების ჩაცმა (უძღვებოდა მარიამ ჯაში, ასისტენტი – გიორგი წიბლიაშვილი), ქირურგიული ხალათის ჩაცმა (უძღვებოდა ლევან მაჩიტიძე, ასისტენტი – გვანცა ქოჩიაშვილი) და ლექცია აშშ-ს სხვადასხვა სარეზიდენტო პროგრამების თაობაზე (უძღვებოდა გიორგი საბახტარიშვილი, ასისტენტი – მიხეილ აწყვერელი)



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=112&lang=2


READ  „ვიცი, თუ რა რთული/სარისკო არის ეს სამუშაო. მეც ვმუშაობდი სასწრაფო დახმარების...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები