ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა სიმპტომები ახასიათებს კოვიდის ახალ შტამს... უკვე საქართველოშია

რა სიმპტომები ახასიათებს კოვიდის ახალ შტამს… უკვე საქართველოშია

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.


მსოფლიოს კოვიდის ახალი შტამი უტევს. EG.5, რომელიც 50 ქვეყანაში დაფიქსირდა, უკვე საქართველოშია. 28 დღის განმავლობაში მსოფლიოში მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 000 ინფიცირებული გარდაიცვალა.


EG.5 ომიკრონის მსგავსი შტამია, ახასიათებს იგივე სიმპტომები – ხველა, ყელის, თავის, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე. საშიშია რისკ-ჯგუფებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.


სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.


როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.


ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.


რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად – სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.


„სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ განაგრძობს მუტაციას. ახალი ვარიანტები წარმოიქმნება და ერთ-ერთი EG.5 ვარიანტი ესეც ომიკრონის ქვევარიანტია. ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი (იგულისხმება ვინც ჩაიტარა ტესტი იმათ შორის) 50 % მეტია“, – აღნიშნა ინფექციონისტმა გიორგი კამკამიძემ.


ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალი ვირუსი ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და იგივე სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს.


,,ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მისი კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.


როგორც წესი, მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა, ამ შტამს ახლა აკვირდებიან, რადგან შედარებით ახალია და საჭიროა შეფასდეს, ხომ არ ახასიათებს მას უფრო მძიმე მიმდინარეობა სხვა ქვეშტამებთან შედარებით, ან უფრო მეტად გადამდები ხომ არ არის.


საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. ერთი რაც ვიცით, ჩინეთსა და აშშ-ში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და არის მოლოდინი, რომ დომინანტი გახდება. ასევე, ცნობილია, რომ კლინიკური ნიშნებით, „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება.


ეს შტამი მიჩნეულია საყურადღებოდ და არა როგორც საგანგაშოდ, რომლისგანაც ეპიდვითარების მკვეთრ გაუარესებას უნდა ველოდეთ.


აუცილებელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.


ჩვენი რეალობისთვის და მოსახლეობისთვის ხელშესახები საფრთხის მოლოდინი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები. დავიცვათ ის ზოგადი პრინციპები, რაც ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის აუცილებელია.


ამ შტამთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების გატარება რომ გვჭირდება, მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს”, – ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ომიკრონის “შთამომავლობა” შემოვიდა საქართველოში.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა

ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

5 საუკეთესო საშობაო ბაზრობა ევროპაში

27 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები