ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიშალვა პაპუაშვილმა დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების...

შალვა პაპუაშვილმა დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლითაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომლის მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში 2017 წელს დადენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ცვლილებები 2025 წლის პირველი იანვრიდან, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისთვის ამოქმედდება.

კერძოდ, პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8250 ლარი.

„საჯარო სამსახურში ხელფასების მატების ფონზე პარლამენტის წევრების გასამრჯელოს ადეკვატურად გაზრდის საკითხი უკვე დიდი ხანია, დღის წესრიგში დგას. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრების ფაქტობრივი ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, რის გამოც საჯარო სექტორში დასაქმებულებთან, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან შედარებით, პარლამენტის წევრის ანაზღაურება არაპროპორციულად დაბალია. ეს დისპროპორცია გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და ავტომატურად არ არის მიბმული საჯარო დაწესებულებებში ხელფასების ზრდაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების ახალი კოეფიციენტები დაადგინა, პარლამენტმა, იმ მომენტში, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება შესაბამისობაში არ მოყვანა ახალ კოეფიციენტებთან, რის შედეგადაც, არსებული მდგომარეობით, პარლამენტის წევრებს აქვთ არა მხოლოდ სხვა უწყებების თანამდებობის პირებთან, არამედ თავად პარლამენტის აპარატში დასაქმებულ რამდენიმე ათეულ თანამდებობის პირთან შედარებით დაბალი გასამრჯელო.

ამ დისპროპორციის აღმოფხვრისა და პარლამენტის წევრებისთვის შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება, რომლიც მიხედვითაც მომდევნო მოწვევის პარალამენტის წევრების ანაზღაურება 2025 წლის პირველი იანვრიდან დაუახლოვდება, თუმცა სრულად არ აითვისებს, კანონით დადგენილ კოეფიციენტებს“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამასხურის ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები