ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარები ვირუსული ინფექციები, ალერგია, ასთმა - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაკა რუხაძე 

 ვირუსული ინფექციები, ალერგია, ასთმა – ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაკა რუხაძე 

ნატა ხარაშვილის გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ 

სტუმარი: ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი – მაკა რუხაძე 

თემა:  ვირუსული ინფექციები, ალერგია, ასთმა

 

„შეიძლება, გაჭედილი ცხვირის მიზეზი იყოს ფიზიკური ფაქტორი. ცივი ჰაერის მოხვედრისას, ცხვირის ობსტრუქციას აქვს ადგილი.

გაჭედილი ცხვირი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით, –  რინოვირუსით, რომელსაც ახასიატებს ცხვირის გაჭედვა და სურდო. მიზეზი შეიძლება რესპირატორული ვირუსი, სინციტიური, კოვიდი, ასევე გრიპი. ვირუსს თან შეიძლება დაერთოს გართულებებიც, ბაქტერიული ინფექციის სახით. ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაშიც გამოხატულია ცხვირიდან ჩამონადენი.

როდესაც გათბობა ირთვება სახლში, დგება კარშიდა ალერგენების გამრავლების აქტიური პერიოდი – ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული და სოკოვანი ალერგენები, კედელზე, აბაზანაში წარმოდგენილი ობის სოკოები. სოკოს სპორების და მტვრის წყარო ხშირად ხდება სახლში არსებული მცენარეებიც“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰაერის დაბინძურება, რაც მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის კუთხით. 

„შეიძლება, ვირუსის მწვავედ დაწყებას ახლდეს ტემპერატურული რეაქცია, ინტოქსიკაციის გამოვლინება, დიარეა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება. აღნიშნული გამოვლინებები კი საერთოდ არ ახასიათებს ალერგიულ რეაქციას. მნიშვნელოვანია ხანგრძლივობაც. ვირუსს 7-10 დღის მეტი ხანგრძლივობა არ ახასიათებს. ალერგია ძალიან ხანგრძლივია, 10 დღე კი არა, თვეები გრძელდება.

რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება შეიძლება მწვავედ, ქრონიკულად გამოვლინდეს. თუ ეს პრობლემები 12 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ქრონიკული რინიტის განმარტებაც ეს არის. რინიტი შეიძლება იყოს როგორც ალერგიული, ისე ინფექციური, ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი პრობლემებით განპირობებული და შეიძლება იყოს არაინფექციური რინიტებიც. ასეთი რინიტების ფენოტიპები კი ძალიან დიდია, არსებობს მედიკამენტური, სენილური რინიტები, ე.წ. მოთხილამურის ცხვირი, ცივი ჰაერით განპირობებული, გუსტატორული, კვებითი რინიტები. თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ არსებობს 50 % იდიოპათიური რინიტებისა.

შეიძლება, ალერგიული რინიტი იყოს სეზონური და პერინიალური, – იყოს მთელი წლის განმავლობაში. პერინიალური რინიტის გამომწვევები სწორედ ჩვენს მიერ დასახელებული ოთახის მტვრის ტკიპები, სოკოები, შინაური ცხოველების ეპითელიუმი გახლავთ“ – აღნიშნა მაკა რუხაძემ.

მისივე თქმით, შეიძლება, ალერგიულ ადამიანს, დაერთოს ვირუსული ინფექცია და თუ ვირუსული ინფექცია ბაქტერიული ინფექციით გართულდება, ის გახანგრძლივდება.

„ალერგიული რინიტის დროს ალერგოლოგი ყოველთვის იძლევა რეკომენდაციას,  როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ ვიმკურნალოთ, როგორ მოხდეს პრევენცია, რომ ხშირად გამოირეცხოს ცხვირის ლორწოვანი, ჩაიტაროს იგივე ზღვის წყლის პროცედურა. ეს უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ცხვირის ღრუს სანაცია მოხდეს.  შეიძლება, მათ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ამ დაავადებების პრევენციაში და მკურნალობის რეჟიმში.

ცხვირიდან გამონადენი თუ არის ჭარბად წყალივით, უხვი და მწვავე და პლუს დართული აქვს ინტოქსიკაციის, ტემპერატურული რეაქცია, მაშინ იქ ნამდვილად რაღაც ვირუსული ინფექციით მიმდინარე პროცესია. თუ ვირუსული ინფექციიდან შემდგომ ბაქტერიულში გადადის, ეს ჩამონადენი შეფერილი ხდება. თუ ჩამონადენი არის ბლანტი, მოყვითალო ელფერის, ეს მიგვითითებს, რომ სახეზეა ბაქტერიული ინფექცია.

თუ გამჭვირვალე გამონადენი დიდხანს გრძელდება და თუ მას ერთვის გახშირებული ცემინება, ცხვირის და თვალის ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სპაზმური ხასიათის ხველა, მაშინ საქმე ალერგიასთან გვაქვს.

შეიძლება, ხველა ვირუსულ ინფექციასაც მოჰყვეს, მაგრამ როდესაც ხველა იწყება, ჩვენ აქ სიმპტომურად ხველას კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ მისი გენეზი და მიზეზი უნდა გავიგოთ.

ბავშვს ხველა თუ უგრძელდება, თუმცა ის გამოკვლეულია და მას არ აქვს ატოპიური, მემკვიდრული, ალერგიული განწყობა, არ ჰყავს ალერგიული მშობლები, არც ბავშვობაში ჰქონია ისეთი ალერგიული გამოვლინებები, როგორიცაა კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი და ეს ალერგიული მარში არ შეინიშნებოდა, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში, რეინფექციასთან გვაქვს ხოლმე საქმე“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ასთმას თუ ჩვენ სწორად მივუდგებით და სწორ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, კონტროლირებადია.

„ალერგიულ რინიტს და ასთმას შორის ურთიერთკავშირი არსებობს,  სტატისტიკაც მოწმობს, რომ ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს 70-80%-ში ასთმაც შეიძლება განუვითარდეთ, თუ ის კონტროლირებული არ იქნება. ასევე, თუ არის ასთმა, 40-50 %-ში იქაც შესაძლებელია, მას ალერგიული რინიტი დაერთოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრობლემის დროული ამოცნობა, ექიმი-სპეციალისტისთვის დროულად მიმართვა,  დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

როგორც ვირუსული ინფექციების დროს, ისე ალერგიის შემთხვევაში, ერთ-ერთი საპროფილაქტიკო საშუალება და იარაღი ვაქცინაციაა. 

ალერგიული პრობლემის დროს, გარდა სამკურნალო მედიკამენტებისა, აქაც არის სხვა გზა, ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს სწორედ ის იარაღია, რომელიც ჩვენ გვიცავს და ამ დაავადების სწორად მკურნალობის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს…“

​„სიყვარულის ენა გენეტიკურია და ეს ბევრ რამეს გულისხმობს…“

ოქტომბერი 31, 2024
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

31 ოქტომბერი 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები