ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიჰაიმორიტი, სინუსიტი...

ჰაიმორიტი, სინუსიტი…

ჰაიმორიტი ზედა ყბის ძვლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც, მწვავე სურდოს,  გრიპის, წითელას, ქუნთრუშასა და სხვა ინფექ-ციური დაავადებების გართულებას წარმოადგენს. 

ჰაიმორიტი ჩირქოვანი ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ისეთი ინფექციური დაავადებების გართულების შედეგად ვითარდება, როგორიცაა: გრიპი, მწვავე რესპირატორული ინფექცია და სხვა. ოტორინოლარინგოლოგი რაულ ხინკილაძე ამბობს, რომ მკურნალობის გარეშე ჰაიმორიტს შესაძლოა საკმაოდ მძიმე გართულებები მოჰყვეს, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და ექიმისთვის დროული მიმართვა.

ჰაიმორიტი ცხვირის დანამატის ღრუს – ჰაიმორის  ანუ ზედა ყბის ღრუს (წიაღის) ანთებაა.  ადამიანს სულ ოთხი წყვილი წიაღი აქვს, ესენია: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ, რომლებიც ზედა ყბაში არის მოთავსებული, ასევე შუბლის წიაღები, ძირითადი ძვლის წიაღები (მოთავსებულია თავის ქალას შუა ნაწილებში) და ეთმოიდური წიაღები (განლაგებულია ცხვირის ძვლის ლაბირინთის ფირფიტებში). ეს ღრუები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უკავშირდება ცხვირის ღრუს ვიწრო სადინარებით. ჰაიმორის წიაღის ანთებით პროცესს ჰქვია ჰაიმორიტი.

ჰაიმორიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული ჰაიმორიტი, წესისამებრ, მწვავე პროცესის გაგრძელებაა. ჰაიმორის ღრუში 4 კვირაზე მეტხანს გაგრძელებული პროცესი გახანგრძლივებულად ითვლება, ხოლო თუ ის მე-6 კვირის მიწურულსაც არ ალაგდა, დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადასულა. ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ჰაიმორიტის ჩირქოვანი, ჩირქოვან-პოლიპოზური და პოლიპოზური ფორმები.

ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე.

ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა – ბაქტერია ან ვირუსი ცხვირის ღრუს გავლით ან სისხლის მეშვეობით ჰაიმორის წიაღში იჭრება და ანთებით პროცესს იწვევს. 

ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი, ტვინის გარსის ანთება. ასევე არსებობს მიოკარდიტის, თირკმელების დაზიანების, გენერალიზებული ინფექციის განვითარების საფრთხე.

კატარული, სეროზული, ექსუდაციური (ალერგიული), ჩირქოვანი და ვაზომოტორული ფორმების დროს მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შერეული ფორმების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. ორბიტული და ქალასშიდა გართულებების შემთხვევაში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა უნდა განხორციელდეს. ჰაიმორიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი გულისხმობს ადგილობრივ და ზოგად თერაპიას, წიაღის შესართავის გამავლობის აღდგენას, ლორწოვანის შეშუპების მოხსნას, წიაღიდან ჩირქის ევაკუაციას და მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის აღდგენას. რემისიის სტადიაში ანტიბიოტიკებს არ იყენებენ, გამწვავების პერიოდში არსებული მიკროფლორის მიმართ მგრძნობიარე ანტიბიოტიკის დანიშვნა აუცილებელია.

ჰაიმორიტის დროს ადამიანს აღენიშნება ისეთივე სიმპტომები, როგორიც გაციების დროს, მაგალითად: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, თუმცა ჰაიმორიტის დროს ემატება სხვა სიმპტომებიც, კერძოდ, თავის, უფრო ზუსტად კი, საფეთქლის მიდამოების ტკივილი, ტკივილი თვალების ირგვლივ, ასევე ლორწოვან-ჩირქოვანი, მწვანე გამონადენი ცხვირიდან,  სხეულის ტემპერატურის მატება და უკანა რინორეა, ანუ ცხვირიდან ლორწოს გამონადენის ყელში გადასვლა.

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის ისმპტომები:

  • სქელი, მომწვანო-მოყვითალო გამონადენი ცხვირიდან;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება დახრის ან სახის კუნთების დაჭიმვისას;
  • ყნოსვის დაკარგვა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • მუდმივი სურდო.

 

სინუსიტი არის სინუსების ანთება, რომელიც უმეტესად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით ან ალერგიით.

მწვავე სინუსიტის მიზეზი ყველაზე ხშირად რესპირატორული ვირუსული ინფექცია. ვირუსს უნარი შესწევს, შეაღწიოს სინუსებში და გამოიწვიოს მათი ანთება. ყველა წიაღი იხსნება ცხვირის ღრუში და მათი ბუნებრივი სავალი ემსახურება წიაღებიდან ჰაერისა და ლორწოს თავისუფალ გამოდევნას, ნებისმიერი ინფექცია, იმუნური თუ ალერგიული რეაქცია ცხვირის ღრუში იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, წიაღების ბუნებრივი სავალის დახშობას და სინუსების ანთებას. ისეთი ბაქტერიები, როგორიც არის შტრეპტოცოცცუს Streptococcus pneumoniae da Haemophilus influenzae, შეიძლება სხვა დროსაც ბინადრობდნენ ზედა სასუნთქ გზებში, მაგრამ ანთებითი პროცესი არ გამოიწვიონ. როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება ანდა წიაღებიდან ლორწოს გამოყოფას ართულებს სურდოთი მიმდინარე ესა თუ ის დაავადება, ბაქტერიები იწყებენ აქტიურ გამრავლებას, იწვევენ მწვავე სინუსიტს. შედარებით იშვიათად სინუსიტს იწვევს სოკოვანი ინფექციაც, რომელიც ვითარდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების დროს. ყველაზე ხშირია ეთმოიდიტი, ვინაიდან ეთმოიდის წიაღში ადვილად გადადის ცხვირის ღრუს ინფექცია, იქიდან კი ანთებითი პროცესი სხვა წიაღებზეც ვრცელდება. 

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს უყალიბდება სურდო, აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული სინუსიტები, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა არ  დამძიმდეს  მდგომარეობა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება არის მენინგიტი –  ტვინის გარსის ანთება. შესაძლოა განვითარდეს შუა ყურის ანთებაც, მოხდეს ძვლების წიაღების დესტრუქცია და ა.შ.

ქრონიკული სინუსიტის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • ცხვირის ღრუს პოლიპები. ეს ქსოვილოვანი წანაზარდები ზოგჯერ ბლოკავს ღრუების განვლადობას.
  • ალერგიული რეაქციები. ალერგენებს შორისაა სოკოვანი ინფექციები.
  • ცხვირის ძგიდის გამრუდება. 
  • სახის ტრავმა. 
  • სხვა სამედიცინო მდგომარეობები: კისტური ფიბროზის გართულება, გასტროეზოფაგიალური რეფლუქსი, აივ/შიდსი და სხვა იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები– გაციება, იწვევს ანთებასა და ლორწოს გასქელებას, ლორწოს დინების დაბლოკვას და ბაქტერიის ზრდისათვის კარგი პირობების შექმნას. ინფექცია შესაძლოა იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი.
  • ალერგიები. 
  • იმუნური სისტემის უჯრედები. ზოგიერთი დაავადების დროს, იმუნური უჯრედები–ეოზინოფილები იწვევენ ღრუების (სინუსების) ანთებას.

 

სიმპტომები:

  • სქელი, ყვითელი ან მომწვანო გამონადენი ცხვირიდან ან ხახიდან
  • ცხვირის ღრუს დაცობა, ცხვირით სუნთქვის გართულება
  • ტკივილი, მტკივნეულობა, შესიება თვალებს გარშემო, ლოყებზე, ცხვირზე ან შუბლზე
  • სუნისა და გემოს აღქმის უნარის დაქვეითება
  • ყურის ტკივილი
  • ზედა ყბისა და კბილების ტკივილი
  • ხველა, რომელიც შესაძლოა გაუარესდეს ღამით
  • ყელის ტკივილი
  • ცუდი სუნი ამოსუნთქვისას (ჰალიტოზი)
  • დაღლილობა ან გაღიზიანებადობა
  • გულისრევის შეგრძნება

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები