ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიასციტი მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გა­მო­­იწ­ვიოს; ციროზი ყველაზე ხშირი მიზეზია

ასციტი მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გა­მო­­იწ­ვიოს; ციროზი ყველაზე ხშირი მიზეზია

ასციტი

ასციტი არის ცილის შემცველი (ასციტური) სით­ხის დაგროვება მუცლის ღრუში.
ასციტი მრავალმა პათოლოგიამ შეიძლება გა­მო­­იწ­ვიოს; ციროზი ყველაზე ხშირი მიზეზია;
თუ სითხის დიდი რაოდენობა დაგროვდა, მუცელი დიდდება – იზრდება მისი გარშემოწერილობა, აღი­ნი­შ­ნება უმადობა და ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
ასციტური სითხის ანალიზი გვეხმარება ასციტის მიზეზის დადგენაში;
ჩვეულებრივ, წოლითი რეჟიმი, სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა საკვებში და შარდმდე­ნების გამოყენება ეფექტური საშუალებებია ჭა­რბი სითხის გამოსადევნად.
მუცლის ღრუში სითხე გროვდება ღვიძლის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების დროს, იშვიათია ხანმოკლე (მწვავე) დაავადებებისას. ყველაზე ხშირია ციროზის (ღვიძლის მძიმე დანაწიბურება) დროს, განსაკუთრებით, თუ ციროზი ალკოჰოლიზმით ან ვირუსული ჰეპატიტით არის გამოწვეული. ასციტი შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სხვა დაავადებების დროსაც, როგორიცაა მწვავე ალკოჰოლური ჰეპატიტი ციროზის გარეშე, ქრონიკული ჰეპატიტი და ღვიძლის ვენის ობსტრუქცია (ბად-ქიარის სინდრომი), აგრეთვე, იმ დაავადებების დროს, რომლებიც არაა კავშირში ღვიძლთან, მაგალითად, სიმსივნე, გულის უკმარისობა, თირკმლების უკმარისობა, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) და ტუბერკულოზი, რომელიც აზიანებს მუცლის ღრუს ამომფენ შრეს.
ღვიძლის დაავადების დროს ასციტური სი­თხე ჟონავს ღვიძლის ზედაპირიდან და ნაწლავებიდან. ამისი მიზეზია რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა, როგორიცაა პორტული ჰიპერტენზია, სისხლძარღვების მიერ სითხის შეკავების უნარის დაქვეითება, სითხის შეკავება თი­რკმლების მიერ, სხეულში სითხის ბალანსის მარეგულირებელი ჰორმონები და ქიმიური ნივთიერებების არაადეკვატური ზემოქმედება.
სიმპტომები და დიაგნოზი
მუცლის ღრუში სითხის მცირე რაოდენობის არსებობისას, ჩვეულებრივ, სიმპტომები არ აღინიშნება. სითხის დიდი რაოდენობით დაგროვებისას გამოხატულია მუცლის გარშემოწერილობის მკვეთრი მატება, შეშუპება, დისკომფორტი. შეშუპებული მუ­­ც­­ლის ზეწოლამ კუჭზე შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, ზეწოლამ ფილტვებზე – სუნთქვის უკმარისობა. როდესაც ექიმი აკაკუნებს მუცელზე (პერკუსია), სითხის არსებობისას ისმის ყრუ ხმიანობა. სითხის დიდი რაოდენობით დაგროვებისას მუცლის კედლები დაჭიმულია, ჭიპი ბრტყელდება, ზოგჯერ გამო­იზნიქება კიდევაც. ასციტის მქონე ზოგ პაციენტს კოჭები უსივდება (შეშუპება). მიუხედავად ამისა, ექიმმა შეიძლება ვერ მოახერხოს ასციტური სითხის გამოვლენა, თუ სითხის რაოდენობა არ არის 1 ლიტრი ან მეტი.
თუ ასციტის არსებობა არ არის დადასტურებული ან მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, შეიძლება ჩატარდეს ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. გა­რდა ამისა, იღებენ ასციტურ სითხეს მუცლის წინა კედლის გავლით ნემსის შეყვანით მუცლის ღრუში – ამ პროცედურას სადიაგნოზო პარაცენტეზი ეწოდება. სითხის ლაბორატორიულმა ანალიზმა შეიძლება გამოავლინოს ასციტის მიზეზი.
მკურნალობა
ასციტის მკურნალობის უპირველესი მეთოდია წოლითი რეჟიმი, სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა საკვებში და შარდმდენი საშუალებების გამოყენება (შარდმდენი წამლები უზრუნველყოფენ თირკმლების მიერ შარდთან ერთად მეტი წყლის გამოყოფას). თუ ასციტი აძნელებს სუნთქვას ან საკვების მიღებას, შესაძლებელია სითხის ამოღება მუცლის ღრუში შეყვანილი ნემსის საშუალებით – ამ პროცედურას თერაპიული პარაცენტეზი ეწოდება. იმისათვის, რომ სითხე ხელახლა არ დაგროვდეს, პაციენტმა უნდა მიიღოს შარდმდენები და შეზღუდოს სუფრის მარილის მიღება. ასციტის დროს სისხლიდან მუცლის ღრუში დაგროვებულ ასციტურ სითხეში ალბუმინის (პლაზმის მთავარი პროტეინი) დიდი რაოდენობა გადადის, რის გამოც შესაძლოა საჭირო გახდეს ალბუმინის ინტრავენური გადასხმა.
ზოგჯერ გაურკვეველი მიზეზით ე.წ. სპონ­ტა­ნუ­რი ბაქტერიული პერიტონიტი ვითარდება, რაც სი­­თხის და­ინ­ფი­ცირების შედეგი უნდა იყოს. ეს გან­სა­კუთრებით და­მახასიათებელია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რომელთაც ალკოჰოლური ციროზი აქვთ. მკუ­­რნალობის გარეშე ეს გართულება შეიძლება სა­სიკვდილო აღმოჩნდეს. ფატალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად დროული და ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიაა საჭირო.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება“-მიხეილ სარჯველაძე

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

ნოემბერი 27, 2024
რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

რატომ უნდა ვიმოგზაუროთ ზამთარში? 4 რჩევა მოგზაურებს

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები