ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაწლავის სპეციფიკურმა ბაქტერიებმა, რომლებიც ცნობილია როგორც „ბუტირატის გამომმუშავებელი ბაქტერიები“, რომლებიც წარმოქმნიან ნაერთს, სახელად ბუტირატს, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშონ გულის კუნთის აღდგენაში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე 77 ადამიანის ნაწლავის ბაქტერიები. აღმოჩნდა, რომ “ბუტირატის გამომმუშავებელი ბაქტერიები”-ს რაოდენობა ნაწლავში მნიშვნელოვნად გაიზარდა გულის შეტევის შემდეგ. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბაქტერიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის კუნთის აღდგენას ინფარქტით გამოწვეული დაზიანების შემდეგ.
საცდელმა თაგვებმა, რომლებსაც ბუტირატი მიეცათ გულის შეტევის შემდეგ, აჩვენეს გაუმჯობესებული გულის ფუნქცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ მიოკარდიუმის ინფარქტამდე ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომი ჰქონდათ.
ბუტირატი არის მოკლეჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავა. კვლევებით დადასტურებულია, რომ მას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღი ლორწოვანი გარსის შენარჩუნებას და მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობას. არსებული მტკიცებულებები ბუტირატს მსხვილი ნაწლავის კიბოს შემცირებულ რისკთან აკავშირებენ. ის ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას, ამცირებს არტერიების ანთებას და აუმჯობესებს ინსულინისადმი მგრძნობელობას.
ბუტირატი„ბუტირატის გამომმუშავებელი ბაქტერიების“ მიერ, დიეტური ბოჭკოების და რეზისტენტული სახამებლის დუღილის გზით წარმოიქმნება ნაწლავში.
ამიტომ, ბუტირატის კარგ წყაროდ ითვლება ბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა მთლიანი მარცვლეული, ბროკოლი, ლობიო, პარკოსნები, ხილი და ის ბოსტნეული,რომელიც მდიდარია მდგრადი სახამებლით, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი, მწვანე ბანანი და შვრია. კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.